
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო, სიახლეები
მედია – ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის შესამცირებლად, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები გამართოს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის შესამცირებლად მოლაპარაკებები გამართოს, – ამის შესახებ Azernews იუწყება.
როგორც სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, აღნიშნულის შესახებ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2023 წლის 14 მაისს ბრიუსელში დადებული შეთანხმებების ერთგულება და ყველა საკითხის მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით გადაწყვეტისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
როგორც მედია წერს, თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მიუთითა დაძაბულობის შემცირების აუცილებლობაზე და გამოთქვა მზაობა, მხარი დაუჭიროს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ძალისხმევას.