• October

    26

    2024
  • 69
  • 0
მედია – ურსულა ფონ დერ ლაიენმა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებები გააუქმა რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრთან მისი შეხვედრის შემდეგ

მედია – ურსულა ფონ დერ ლაიენმა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებები გააუქმა რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრთან მისი შეხვედრის შემდეგ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სერბეთის პრემიერ-მინისტრ მილოშ ვუჩევიჩთან მოლაპარაკებები გააუქმა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია სერბეთში ევროკავშირის ელჩზე, ემანუელ ჟოფრემზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის სერბეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მას შემდეგ გაუქმდა, რაც სერბეთის მთავრობის ვებგვერდზე ვუჩევიჩისა და რუსეთის ეკონომიკის მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. ინფორმაციაში ნათქვამი იყო რომ „სერბეთს განზრახული აქვს, გააძლიეროს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან.“

ფონ დერ ლაიენი ბელგრადს ბალკანეთის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში ეწვია. ის უკვე შეხვდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩს, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ არ გაემგზავრება ბრიქსის სამიტზე რუსეთში.

ევროკომისიის პრეზიდენტი ბელგრადში ბოსნია და ჰერცეგოვინიდან ჩავიდა. მანამდე, მან ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია მოინახულა. სერბეთიდან ის კოსოვოში მიემგზავრება და თავის რეგიონულ ტურნეს მონტენეგროში ვიზიტით დაასრულებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor