• October

    14

    2023
  • 100
  • 0
მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ომის გამო, საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მოლაპარაკებების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო

მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ომის გამო, საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მოლაპარაკებების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო

ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მოლაპარაკებების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები შეფერხდება, თუმცა ეს უკვე ნათელი იყო, რადგან აშშ-ის მაღალჩინოსნებმა საჯაროდ აღიარეს, რომ „ჰამასის“ შეტევამ ჩაშალა ნორმალიზაციის მცდელობა.

ისრაელის მედია წერს, რომ „ჰამასის“ თავდასხმის ერთ-ერთი მიზანი ნორმალიზაციის მცდელობის დაბლოკვა იყო.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ირანის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან საუბარი მიმდინარე კვირის დასაწყისში გამართა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor