• October

    2

    2024
  • 70
  • 0
მეთიუ მილერი – აშშ-მა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა, ვიმედოვნებთ, მოთხოვნის შესაბამისად მომდევნო დღეებში დამატებით რეისებს განვახორციელებთ

მეთიუ მილერი – აშშ-მა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა, ვიმედოვნებთ, მოთხოვნის შესაბამისად მომდევნო დღეებში დამატებით რეისებს განვახორციელებთ

აშშ-მა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჩვენთვის პრიორიტეტი იყო რეგიონში შემავალი და გამავალი რეისების გაზრდა, ამიტომ დავუკავშირდით დამატებით ავიაკომპანიებს ამერიკელი მოქალაქეებისთვის ტრანსპორტირების გასაადვილებლად“, – განაცხადა მილერმა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, დღევანდელ რეისზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. რეისი ბეირუთიდან სტამბოლში გაფრინდა.

„ვიმედოვნებთ, მოთხოვნის შესაბამისად მომდევნო დღეებში დამატებით რეისებს განვახორციელებთ“, – განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, დაახლოებით 7 000 ადამიანი დაუკავშირდა სახელმწიფო დეპარტამენტს, რათა მიიღოს მეტი ინფორმაცია ჩარტერული რეისების შესახებ.

„ვვარაუდობ, რომ ზოგიერთი მათგანი საბოლოოდ მოისურვებს ლიბანის დატოვებას, ზოგი კი დარჩენას გადაწყვეტს. მათი გეგმები დროთა განმავლობაში შეიძლება, შეიცვალოს“, – აღნიშნა სპიკერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor