• December

    28

    2024
  • 89
  • 0
მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა

მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისათვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

პატარების საახალწლო განწყობაზე ქართველმა მომღერლებმა, ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც თოვლის ბაბუამ სამხედროების შვილებს ტკბილეულით სავსე ტომრები საჩუქრად დაურიგა. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა – მათ სახეზე მოხატვის საშუალება ჰქონდათ.

სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. ღონისძიებებს უკვე უმასპინძლა გორში პირველმა ქვეითმა ბრიგადამ, ქუთაისში მესამე ქვეითმა ბრიგადამ და სენაკში მეორე ქვეითმა ბრიგადამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor