• March

    20

    2025
  • 88
  • 0
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გაიოზ გელაშვილი 100 წლის გახდა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გაიოზ გელაშვილი 100 წლის გახდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულას მკვიდრი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, გაიოზ გელაშვილი დღეს 100 წლის გახდა.

იუბილარს დაბადების დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

გაიოზ გელაშვილი 1942 წელს, 17 წლის ასაკში, მოხალისედ წავიდა ომში. თავდაპირველად კავკასიის ფრონტზე იბრძოდა, შემდეგ კი – ლიტვაში. როგორც თავად იხსენებს, ლიტვაში ტყვედ ჩავარდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ტყვეთა საპყრობილის დაბომბვისას, გაქცევა მოახერხა. იგი იბრძოდა ომის დასრულებამდე და დაჯილდოებულია არაერთი მედლით.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ბატონ გაიოზ გელაშვილს ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს დღეგრძელობასა და მხნეობას.

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

,,GEO NEWS” მეორე მსოფლიო ომის ვეტერან გაიოზ გელაშვილს იუბილეს ულოცავს და ღვთის წყალობასა და ჯანმრთელობას უსურვებს !  

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor