• December

    24

    2024
  • 184
  • 0
მერაბ შათირიშვილი : ,,თუ ზურაბიშვილი არ დაცხრება, ხელს გამოკრავს დაპატიმრებას”

მერაბ შათირიშვილი : ,,თუ ზურაბიშვილი არ დაცხრება, ხელს გამოკრავს დაპატიმრებას”

მწერალი, ,,ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი ,,GEO NEWS”-თან მიმდინარე პოლიტიკურ გამოწვევებს აფასებს და შესაძლო განვითარების ალბათობაზე მოგვითხრობს. 

ბატონო მერაბ, გაზრდილი პოლარიზაციისა და საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ფონზე, როგორ ხედავთ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ?

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი გარე ძალების შენელებაა, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავებას და ქართველ ხალხში ურთიერთ დაპირისპირებას. აშკარად ჩანს, რომ დასახული გეგმა, რომელიც გაწერილია ჩვენი ქვეყნის გარეთ ინერციით მოქმედებს და სახეზე გვაქვს აღქმებით შექმნილი დაპირისპირება. საქართველოში ორადაა გაყოფილი საზოგადოებრივი აზრი, ერთი თავაშვებულია და ოღონდაც მიზანს მიაღწიოს და შედეგს არ დაგიდევს, ხოლო მეორე ნაწილი და, სხვათა შორის, უმრალესი ნაწილი მოთმინების ზღვარზეა. აქედან გამომდინარე გარე ძალებმა, გლობალისტებმა იმდენს მაინც მიაღწიეს, რომ მაიდნის განხორციელება თუ ვერ შესძლეს, სამოქალაქო დაპირისპირების პიკამდე მიგვიყვანეს. გამოსავალს ვხედავ მხოლოდ მოთმინებასა და გარე ფაქტორების, მსოფლიო პოლიტიკის ვექტორის შეცვლაში, რაც მოსალოდნელია რამდენიმე ფაქტორების გათვალისწინებით. კერძოდ, უკრაინა- რუსეთის ომის დაცხრომით, ტრამპის საარჩევნო განაცხადის აღსრულების დაწყებითა და ლიბერალური, ყოვლისმომცველი პოლიტიკის შესუსტებით.

ჩვენ ვხედავთ ოპოზიციისგან თუ მათი მხარდამჭერებისგან ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებას სასულიერო პირების მიმართ, თავდასხმებს და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. თქვენი შეფასებით რა მიზანს ემსახურება მსგავსი ქცევა ?

-ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინების აშკარა ფაქტები სახეზე გვაქვს, რის უკანაც, გინდა არ გინდა, ოპოზიციის კონტურები იკვეთება. ეკლესიაზე, ე. ი. მართლმადიდებლობაზე შეტევა ყველა ფაშიზმთან ასოცირებული იდეოლოგიის შედეგია. მაგალითად, კომუნისტური წყობის დროსაც ზღუდავდნენ ეკლესიას და მის როლს ამცრობდნენ. ლიბერალური ფაშიზმიც მსგავსი იდეოლოგიური პროდუქტია განსხვავებული მოცემულობით და გაბატონების საფუძვლად სწორედ მართლმადიდებლური საყრდენის მორყევაში ხედავს. ლიბერალური ფაშიზმის მთავარი მიზანია შეგირყიოს მყოფადობა, კულტურა და რწმენა დაიყვანოს მიწიერ, ე. ი. ცხოველურ გამოვლინებამდე, არაფერს აზრი არა აქვს, ამაოებაა ყოველივე. აი, ლიბერალური ფაშიზმის მთავარი არსი იდეოლოგიისა. სინამდვილეში, ბრძოლა მიდის უფლისეული, დღემდე ადამიანისგან შექმნილ ღირებულებებსა და ეშმაკისეულ, ყოველივე ამაოა, დოგმათა შორის. ცხადია ეს ძნელბედობაა, თუმცა ადამიანმა ადამიანურობით უნდა სძლიოს ცხოველურ ინსტიქტებს და საკუთარ თავზე გაიმარჯვოს. ახლა სწორედ იმ დროში ვართ, ადამიანი დამარცხდეს უნდა საკუთარ თავთან, თუ – გაიმარჯვოს.

29 დეკემბერს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება, შესაბამისად ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, თუმცა ის ორბელიანების სასახლის დატოვებას არ აპირებს. როგორ ხედავთ პროცესების განვითარებას ?

29 დეკემბრის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ცხადია პოლიტიკური ვნებები უნდა დაცხრეს, მაგრამ ვფიქრობ, ზურაბიშვილი ასეთ დაძაბულ მოვლენებს იოლად არ გაეცლება, რადგან იგი გარედან დაგეგმილ არეულობას მეტწილად საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს. მასში ჭარბობს პიროვნული ფაქტორები სახელმწიფოებრივ მიდგომებს და ღირსების უქონლობა და დამატებით ამბიცია ერთბაშად ქმნის ამ პერსონის მიზანდასახულობას. აპრიორში ჩანდა, მან სააკაშვილი რისთვისაც არ შეიწყალა, ლიდერობის კვარცხლბეგი არ დათმო და თუნდაც ამ განუხორციელებელ აქტის უარყოფაში ჩანს მისი დამოკიდებულება ქვეყნისადმი. გვახსოვს ევროპარლამენტიდანაც მოუწოდეს მას სააკაშვილის შეწყალება, მაგრამ მან დააიგნორა ასეთი მოთხოვნა. ზურაბიშვლისთვის საქართველო ღირებულებას აბსოლუტურად არ წარმოადგენს. იგი იმ გულგრილი და გლობალური გეგმის, ლიბერალური ფაშიზმის უნებლიე აქტორია და მათ რიგშია, რომლებმაც უკრაინა სავალალო, კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდეს, მისი პიროვნული ამბიცია და გლობალური პოლიტიკის გეგმები თანხვედრაშია სწორედ ამ კუთხით. ვფიქრობ, თუ ზურაბიშვილი არ დაცხრება, ხელს გამოკრავს დაპატიმრებას, რის შემდეგაც ყველა მიივიწყებს, რადგან იგი არცერთ მხარეს არ უყვარს. მას არ გააჩნია ჭეშმარიტი ლიდერის თვისებები, უბრალოდ მის ფაქტორს იყენებენ და ისიც ამით სარგებლობს.

როგორ შეაფასებთ მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც ქვეყანა 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს აპაუზებს ?

ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში გინდაც დაგეყენებინა და გინდაც დღის წესრიგიდან მოგეხსნა, ამ პროცესების ინერციულობას, რაც ზემოთ აღვნიშნე, მაინც ვერ შეაჩერებდა. ევროკავშირში გაწევრიანების ფაქტორები და მასთან დაკავშირებული პირობები, ეს ყველაფერი ლიბერალური ფაშიზმის გეგმის უმთავრესია ნაწილებია და ამას ევროკავშირში ნამდვილად გაწევრიანებასთან არანაირი შეხება არ აქვს.

თავშეკავება და სიმართლის აღიარება განხორციელდა 28 ნოემბრის განაცხადით და ცხადია, ეს განაცხადი ეამა სწორედ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან და ლიბერალურ ფაშიზმს ებრძვიან. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ასეთ აღიარებას, რაც 28 ნოემბერს გაჟღერდა არავინ გვაპატიებდა, თუმცა ბრძოლის გარეშე არც თავისუფლება და არც ღირსება არ მოიპოვება.

ირაკლი გუნია

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor