
მეუფე მელქისედეკი ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ არაერთი ისტორიული ღალატისა და თავსმოხვეული ფასეულობების მიუღებლობაზე და ქართული ინტერესის უპირველესად გათვალისწინებაზე საუბრობს
,,GEO NEWS”-ის მკითხველი კარგად იცნობს მეუფე მელქისედეკ ( დიაკონიძეს ) და დარწმუნებული ვართ, შეიყვარა კიდეც მისი ღრმა და მნიშვნელოვანი აზრებით გაჯერებული ინტერვიუები. მართალია, მეუფე ზოგჯერ გადამეტებული პირდაპირობით ხასიათდება, თუმცა ყველას, ვისაც მასთან ახლო ურთიერთობის ბედნიერება გვქონდა, ვიცით, რომ მისი მკაცრი რიტორიკის უკან, ძალიან კეთილი და ღვთიური შთაგონებით ანთებული გული ძგერს. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მეუფის სიბრძნის, თუნდაც ნაწილობრივი გამჟღავნების პატივი გვერგო. ამის მნიშვნელობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ცხადი და საგრძნობი გახდება ქართველებისთვის.
დღევანდელ ინტერვიუში კი, მკითხველი ბევრ საინტერესოსა და საგულისხმოს აღმოაჩენს, რასაც სიამაყითა და ქრისტიანული თავმდაბლობით გთავაზობთ თქვენ, ჩვენს ძვირფასს მკითხველს.
–მეუფეო, გთხოვთ, შეგვიფასოთ ის ბოლოდროინდელი თავდასხმები, რასაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ ახორციელებს, რას ემსახურება ამგვარი ქმედებები ?
– ჩვენ განსაკუთრებული მორალური კრიზისის წინაშე ვართ. ქართველმა კაცმა ყოველთვის იცოდა რა სურდა და რა იყო მისი მიზანი. სამწუხაროდ, დღეს, ჩვენ ეს უნარი დავკარგეთ. თითქოს მიზანი გვაქვს, მაგრამ, ეს მიზანი არის ძალიან ცუდი. რატომ ? ეს არის, ყველაფრის ფასად ევროკავშირში შესვლა.
მინდა მცირედად შევეხო ისტორიას და ჩვენს ისტორიულ მისწრაფებას ევროპისკენ, რაც შესაძლოა, ბევრს აღარც ახსოვს, ან არ სურს ახსოვდეს.
მოდით, გავიხსენოთ, პირველი იყო სულხან საბა. იმ საცოდავმა რჯულიც კი გამოიცვალა, რომ იქნებ უფრო მეტად მისაღები გამხდარიყო ფრანგებისთვის, თუმცა ამან არ უშველა და ვერაფერი გამოვიდა. მაშინ ქართველმა ხალხმა მტკიცედ დაიცვა საკუთარი სარწმუნოება და მართლმადიდებლობა.
მეორე შემთხვევა, ანტონ მეორე კათალიკოსი, რომელიც ყველაფრით გამორჩეული პიროვნება იყო. მან კათოლიციზმი მიიღო, იმის იმედით, რომ ხალხი ამყვება და ევროპისკენ წავალთო. ევროპელებს, მოთხოვნებიც მაშინდელი დროის შესაბამისი ჰქონდათ – მიიღეთ ჩვენი სარწმუნოება და მიგიღებთ ჩვენც. ხალხმა ის განაყენა. დიახ, განაყენა პატრიარქის ტიტულიდან, ასეთი გამორჩეული პირიც კი არ დაინდო.
ახლა შემდეგი ეტაპი, 1918 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ, მოდით, გავიხსენოთ ანტანტის ამბები. რა გააკეთეს მათ საქართველოსათვის ? ყველამ ვიცით, რომ ვერც ვერაფერი, რადგან მოთხოვნები, რომელიც მაშინდელ ევროპას ჰქონდა, შეუსრულებელი აღმოჩნდა ქართველი კაცისათვის.
დააკვირდით, ისტორიულად, ევროპა ყოველთვის ისეთ დროს გვიყენებდა შეუსრულებელ მოთხოვნებს, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა და ასე ეფექტურად გვაწევდა „ქვას აღმართში“.
–მეუფეო, თუნდაც ახლანდელი მოთხოვნები, რაც ,,ლგბტ”-ე ცხოვრების წესის პროპაგანდირებას უკავშირდება, ხომ ცნობილია მათთვის, რომ ქართველი ერისთვის პრინციპულად მიუღებელია ?
-ადრეც ასე იყო, როდესაც კათოლიციზმის მიღებას გვთხოვდნენ, ანუ, ნელ-ნელა მიდიოდა ყველაფერი რყვნისა და უბედურებისაკენ.
დღეს, უკვე პირდაპირ გვთხოვენ – მიიღეთ ეს გარყვნილება და ჩაეხუტეთ ამგვარ ადამიანებს. ამ მოთხოვნით სდევნიან ადამიანებს, არ უნდათ გაიგონ, რომ მსგავსი უღირსობა კატეგორიულად მიუღებელია საქართველოსთვის.
აქ, ჩემი აზრით, მიზანი არის შემდეგი : თუ რამდენად გაირყვნება საქართველო, არა მარტო თქვენ, ან მე, არა – სრულიად ქართველი ერი. ამ ამბავს ახლა მედროშეობს ბიბლიური სალომეა, ანუ დიაცი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მტერია ამ ქვეყნისა.
–გეთანხმებით მეუფეო, ის უხამსი ვნების, უდროობისა და ბინძური დავალებების შესრულების სიმბოლოა. რას უნდა აფასებდნენ მასში ევროპელები ?
–ევროპელები აფასებენ სალომეში იმას, რომ მართმადიდებლურ რწმენასა და კულტურას ლახვარი ჩასცა, როცა საკუთარი შვილის ნათლიას ჩაუგორდა ლოგინში და შემდეგ მთლად ცოლად გაჰყვა. რაც ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი მართლმადიდებლისთვის, ზოგადად მართლმადიდებლური კულტურისთვის.
მე გეუბნებით, როგორც ბერძნული ეკლესიის მიტროპოლიტი ( უმაღლესი მორალის პოზიციიდან გეუბნებით ამას ) , რომ ასეთი ქცევა საბერძნეთში მიუღებელი და დაგმობადია, შვილის ნათლიას ცოლად გაჰყვე და ლოგინში ჩაუგორდე.
–მეუფეო, დამაინც, რა მიზანს ემსახურება ევროპელების აგრესიული და დამაკნინებელი ქცევა საქართველოს მიმართ ?
–მათ უნდათ, რომ მართლმადიდებლობა მოიშალოს საქართველოში, რადგან იციან, რომ მართლმადიდებლობა არის ბურჯი ქართული მორალისა და ოჯახის სიწმინდის დაცვისა, რისი დანგრევაც ესოდენ სურთ.
ევროპელებმა იციან, რომ უფალი ეხმარება მართლმადიდებლურ საქართველოს, რომელიც ვერ წააქციეს, ამიტომაც სურთ, რომ მართლმადიდებლური რწმენის დაკარგვით, ღვთის მადლი და მფარველობა დაგვაკარგინონ.
–დაბოლოს, მეუფეო, რას ეტყოდით, ან უსურვებდით ჩვენს ახალგაზრდობას, განსაკუთრებით იმათ, ვისითაც ათასი რჯულის აგენტურული ოპოზიცია მანიპულირებს და ფაქტობრივად, მათ ახალგაზრდულ ძალისხმევას საკუთარი ბინძური მიზნებისთვის იყენებს ?
–საქართველოს ახალგაზრდობას მოვუწოდებ, რომ დაფიქრდეს ათ მცნებაზე, სადაც სხვა რამეებთან ერთად, ისიც წერია, რომ პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა. დიახ, პრობლემაა, რომ ასეთი აგდებული დამოკიდებულებაა მშობლების თაობისადმი.
თავისუფლება კარგია, მაგრამ თავისუფლება ამ აღვირახსნილ ეპოქაში, ევროპაში ნიშნავს თავისუფლებას სინდისისგანაც, უფლისაგანაც, არადა, ჭეშმარიტი თავისუფლება შესაძლოა, მხოლოდ უფალში იპოვო და არსად სხვაგან.
გაიხსენეთ უფალი და გაიაზრეთ, რომ მასთან დაბრუნება არასოდეს არის გვიანი და მხოლოდ მის წიაღში არის შესაძლებელი იპოვოთ თქვენი ჭეშმარიტი თავი და თქვენი ჭეშმარიტი მიზანი ცხოვრებაში. მხოლოდ უფალს შეუძლია დაგვიმკვიდროს სასუფეველი და სხვას არავის.
ახალგაზრდები ძალიან მეცოდებიან, საშინელ გზას უმზადებენ საკუთარ თავს, რადგანაც წარმატებას საზღვრავენ მატერიალური სახით და სულის გაღატაკებით.
შეიძლება ვთქვათ, სულის გაყიდვით ეშმაკს უვარდებიან ხელში, თან ისე, რომ გამოხსნის შანსსაც არ იტოვებენ სამომავლოდ.
დღევანდელ ახალგაზრდობაში ბატონობს ასეთი აზრი – მე მსურს. რაც ამერიკული და ევროპული გადმონაშთია, ანუ მე მსურს და რადგან მე მსურს, მე მართალი ვარ !
მათი სურვილის უფლება დაცულია, მაგრამ რა უნდა იყოს ამ სურვილის მიზანი, არავის აინტერესებს. მათ არაფრით არ უნდათ იმის გაგება, რომ მათ უნდა სურდეთ კარგი.
უმთავრესი კი ის არის ჩემო ახალგაზრდებო, რომ თქვენი მეამიტურობითა და ახალგაზრდული ჟინიანობით თავი არ გამოაყენებინოთ იმ სახის პოლიტიკურ თაღლითებს, რომლებსაც საკუთარი სიხარბის იქით, არც არავინ და არც არაფერი აინტერესებთ და ჩვენს საქართველოს უკანმოუხედავად გაყიდიან ერთიანად, თუ ნაწილ- ნაწილ. ასე რომ, დაფიქრდით ამაზე შვილებო, გაიაზრეთ ვის და რას ემსახურებით.
გიორგი კორძაძე, ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





