• February

    14

    2025
  • 167
  • 0
მეუფე მელქისედეკი ნამდვილ ღირებულებებსა და მსოფლიოს ხსნაზე მაღალი სულიერებითა და ღვთიური შთაგონებით საუბრობს

მეუფე მელქისედეკი ნამდვილ ღირებულებებსა და მსოფლიოს ხსნაზე მაღალი სულიერებითა და ღვთიური შთაგონებით საუბრობს

მეუფე მელქისედეკ ( დიაკანოიძე ) გამორჩეული სულიერი მოღვაწეა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და ღვთისგან მომადლებული ღრმა სულიერებით, რაც მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს ჩვენი მკითხელისთვის, რომელიც უკვე რამდენიმე ინტერვიუს გაეცნო და ისიამოვნა მეუფის ნააზრევით. ამჯერადაც, მასთან გამორჩეულად საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.

,,GEO NEWS” მეუფესთან ინტერვიუების ექსკლუზიურ ციკლს აქვეყნებს მის მიერ მნიშვნელოვნად მიჩნეულ დოქტრინალურ თემაზე, რასთან დაკავშირებითაც ერთი ინტერვიუ უკვე გამოქვეყნდა ( იხ: მეუფე მელქისედეკი ახალი მსოფლიო წესრიგის მეცნიერული პროგრამის შესახებ ,,GEO NEWS” ექსკლუზიურად მოუთხრობს https://geonews.org.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/) , დღეს კი, მის გაგრძელებას გთავაზობთ.

მეუფეო, მოდით, ასეთი კითხვით დავიწყოთ, ეს კონკრეტული დოქტრინა, რომელზაც ჩვენ წინა ინტერვიუს დროსაც მოცულობითად ვისაუბრეთ, რა კონკრეტულ ბენეფიტს აძლევს თითოეულ ქართველს ?

-მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მკითხველს, თუ რაოდენ რთული და გამოწვევებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ, მით უფრო ეს შესამჩნევია საქართველოში, სადაც ქვეყნის მტრები ფსევდო ოპოზიციის სახით შენიღბულები მუდმივად არყევენ ქვეყანას თავგადასავლებისა და ავანტურიზმის მოყვარულთა ფართო ჩართულობით. იმისაგან კი, რომ ქვეყანა თავზე არ ჩამოგვამხონ სწორედაც ჩვენი სამართალდამცავები გვშველიან და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ საქართველოს სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას.

ამავდროულად, მე არ შემიძლია გვერდი აუარო იმ სამარცხვინო მოვლენას, რასაც გუშინ ადგილი ჰქონდა ევროპარლამენტში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც სალომეს, რომელსაც მე ბიბლიურ სალომეას ვადარებ, ლეგიტიმური პრეზიდენტი უწოდეს, საქართველოს მოსახლეობის არჩევნეში გამოხატული ნება უარყვეს და მოითხოვეს მკვლელებისა და მწამებლებისთვის ხელისუფლების დაბრუნება, რაც დაუშვებელია და აღმაშფოთებელიც ამავდროულად.

ვის უწოდებენ პოლიტპატიმრებს, იმათ ვინც ჩვენს პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდნენ და თავს ესხმოდნენ ? ასეთ უტიფრობას ქართველი ხალხი არ მოითმენს, ეს დაუშვებელია და ამას არავინ აპატიებს საქართველოში, ისევე როგორც არ ვაპატიებთ და უფლებას არ მივცემთ დაამკვიდრონ გარყვნილი ცხოვრების წესი, ნაცვლად ოჯახური ფასეულობებისა, რომელთა დასაცავად ,,ქართულმა ოცნებამ” სპეციალური კანონიც კი მიიღო, რომლის გამოც ბატონ ბიძინას და ,,ოცნების” ლიდერებს მადლობის გადახდა ეკუთვნით.

სწორედაც, რომ ამ მიმართებითაა საინტერესო ის თემა, რაც გამოკვეთს ოპტიმალიზმის დოქტრინის საჭიროებას, რომელიც, ფაქტობრივად, ახალი ხედვაა იმისთვის, რომ კაცობრიობამ, თუნდაც გაეროს დონეზე, გამონახოს ახალი გზები და საშუალებები, რათა სახელმწიფო შედგეს და იფუნქციონიროს, როგორც გამართულმა და წარმატებულმა მექანიზმმა.

როგორც წინა ინტერვიუშიც განვმარტეთ არის ძლევის მანიის ერები, მათ შორის რუსეთი. ცხრომის მანიის ერები, მათ შორის ამერიკა. ფორმის მანიის ერები, მაგალითად, გერმანია და არის, რა თქმა უნდა, მართვის მანიის ერები, აქ ერთ-ერთი მოიაზრება საქართველოც.
ამ ერების მანიების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარება და შესაბამისად, მოწყობაც.

აი, ამ კონცეფციაზე დაყრდნობით ხორციელდება შემდგომი ოპტიმიზაცია და მმართველობის ისეთი ფორმის შემოღება, რაც ოთხ ძალაუფლების ცენტრად დაყოფას გულისხმობს და ასეთ დაყოფას უზრუნველყოფს კიდეც. ეს არის, არცთუ, რთული გადანაწილება ძალაუფლებისა ძალოვან ორგანოებს, საკანონმდებლო ადმინისტრაციას, სასამართლო ხელისუფლებასა და აღმასრულებელ ვერტიკალს შორის.

მეუფეო, გამოდის ამ დოქტრინის გამოყენებით მსოფლიოში შესაძლოა ახალი და უფრო მეტად სამართლიანი წესრიგი ჩამოყალიბდეს ?

-მე თავს დავდებ ამაზე, რომ ყველა ქვეყანა აღფრთოვანებული იქნება საკუთარი ადგილის სწორი, რელიგიურად, ეთნიკურად, თუ ყველა სხვა თვალსაზრისით გამართლებული ადგილის პოვნის გამო.

მათ არ დასჭირდებათ სხვადასხვა ადგილების ძებნა და ამ მიმართებით ფორიაქი, რადგან ყველაფერი და ყველა, დოქტრინის შესაბამისად, საკუთარ კუთვნილ ადგილს დაიკავებს, რომელიც მას, ამ ერს, საკუთარი მიდრეკილებისა და მანიის მიხედვით ეკუთვნის.

ასე გამოდის მეუფეო, რომ დოქტრინა გვთავაზობს სახელმწიფოს მოწყობის აქამდე ცნობილ მონტესკიეს პრინციპისგან განსხვავებულ ხედვას, ანუ მონტესკიე ითვალისწინებდა სამად დაყოფას : საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოები. თქვენ კი, ამ დოქტრინის თანახმად, ძალოვან სტრუქტურებს ცალკე შტოდ გამოყოფთ, სწორად გავიაზრე თქვენი ნააზრევი ?

-რა თქმა უნდა, ძალოვანი სტრუქტურები ძალზედ მნიშვნელოვანია და ისინი ნამდვილად ცალკე შტოდ უნდა განვიხილოთ.

მონტესკიეს დაყოფა თავის დროზე კარგი იყო, თუმცა მან თავი ამოწურა.

ახლა დოქტრინალური მიდგომებია მნიშვნელოვანი და ის აჩვენებს მსოფლიოს ხალხებს უკეთეს გზას და უკეთეს ცხოვრების წესს.

როგორც ჩანს, ეს დოქტრინალური ხედვები კაცობრიობისთვის შეთავაზებული ერთადერთი ხსნაა, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ ამოვწყვიტოთ და ყველამ ერთად შევძლოთ ჰარმონიაში სიცოცხლე და განვითარება.

ძალოვანი სტრუქტურების ცალკე გამოყოფას კი, აქვს საკუთარი ლოგიკა, რომელიც არა ომის წარმოებაში, არამედ მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელებაში იქნება, რაც დოქტრინის სტაბილურ და უხარვეზო განვითარებაში გამოვლინდება.

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე, გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor