• December

    13

    2024
  • 159
  • 0
მეუფე მელქისედეკი : ,,საკრალური მსხვერპლის” თემა კვლავ დღის წესრიგშია, სუს-ი ფხიზლად უნდა იყოს”

მეუფე მელქისედეკი : ,,საკრალური მსხვერპლის” თემა კვლავ დღის წესრიგშია, სუს-ი ფხიზლად უნდა იყოს”

,,GEO NEWS” გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს მეუფე მელქისედეკ ( დიაკონიძესთან ), რომელიც გარდა საჭირბოროტო საკითხებისა, ღრმა ფილოსოფიურ ქვეტექსტებსაც მოირგებს და ჩვენს ყოველდღიურობას მედგრად შეხვდება, რამეთუ მეუფის მოსაზრებით, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს, თუ რა ხდება მის თავს და როგორ მიმდინარეობს ბრძოლა მართლმადიდებლობასთან.  

მეუფეო, როგორ მიგაჩნიათ, რამდენად რთული შედეგები შესაძლოა მოჰყვეს იმ დაპირისპირებას, რომელსაც დღეს რუსთაველის გამზირზე ვხედავთ ? 

-დღევანდელ საქართველოში მტერი ერთი ან რომელიმე ადამიანის მოსაკლავად და გასანადგურებლად არ შემოსულა. მტერი ჩვენ ადამიანთა სახით არ გვყავს. მტერი ჩვენ სატანის მიმდევართა სახით გვყავს, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად შერყვნას, შეურაცხყოს და წაშალოს მართმადიდებლობა. წინა ქადაგებაში ( განცხადებაში ) მე ვთქვი, რომ ნურავინ ფიქრობს, რომ ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს გასანადგურებლად. აქ ბრძოლა მიმდინარეობს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან და მაშინ ბჟეჟინსკიმ თქვა ამერიკაში, რომ დაგვჩა კიდევ ერთი მტერი – მართმადიდებლობა. იქვე დასძინა – გეგმაც გვაქვსო. ეს სიტყვები ყველას კარგად გვახსოვს და მე, ძალიან მწარედ ჩამრჩა გულში. ამიტომ გაგვაბრიყვეს….რუსები ჩვენი მტრები არ არიან. ფაქტობრივად, ვითარება ისეთია, რომ რუსეთს თითქმის ყველა მართლმადიდებელ სახელმწიფოსთან ჰქონდა დაძაბულობა, ერთადერთი ბელარუსთან არ ჰქონია. ბრძოლა, რომელიც გამართა საქართველოსთან რუსეთმა აიხსნა იმით, რომ ჩვენ საიმედო პარტნიორები არ ვიყავით, როგორც ლუკაშენკო. რუსეთი არ დაუშვებს, რომ მის საზღვართან მისთვის სახიფათო იარაღი განთავსდეს. არსებობს ოპტიმალიზმის დოქტრინა, რითაც შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის აზროვნების გადახალისება სიკეთისაკენ. გაერომ თავის როლი ამოწურა, მისი სტრუქტურა დაძველდა. თავის მხრივ, რუსეთი არის ძლევის მანიის ერი, რომელიც მუდამ აგრესიულად არის განწყობილი, რამეთუ თვლის, რომ მის უსაფრთხოებას შეიძლება რაიმე დაემუქროს და მსგავსი მოლოდინი აქვს სხვა სახელმწიფოებისგანაც, ამიტომაც მუდმივად აქვს მზადყოფნა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესის დასაცავად ნებისმიერ სახელმწიფოს დაუპირისპირდეს, რომლისაგანაც მომავალ საფრთხეს რეალურად ჩათვლის. ამიტომ რუსეთი ყოველთვის ეცდება თავის ირგვლივ ბუფერული ზონა შექმნას, ე.წ.უსაფრთხოების რკალი, რომ მტერი მოულოდნელად არ მიუახლოვდეს. ეს ერთგვარი საბჭოთა კავშირის პოლიტიკის გაგრძელებაცაა, როდესაც სტალინმა კონკრეტულად მოხაზა ის ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირის საზღვრებზე ბუფერის ფუნქციას ასრულებდნენ. სწორედ აღწერილი სტრატეგიის ფუძემდებლური დოქტრინის პრაქტიკული გამოვლინება მოხდა, როდესაც უკრაინის ბეცი მთავრობა ხარკოვში რაკეტების დადგმას აპირებდა, საიდანაც სულ რაღაც 6 წუთია მოსკოვამდე. რაკეტების განთავსება ამერიკელების ინტერესში იყო.

-ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ რუსეთს უკრაინაში საკუთარი სუვერენული ინტერესების დაცვის მიზანი ჰქონდა ?

-რუსეთმა აგრესიულად გაუწია წინააღმდეგობა მისი თავდაცვის მექანიზმის ხელყოფას.

მეუფეო, საქართველოს რეალობას, რომ დავუბრუნდეთ. სასახლის დაწვა, ახალგაზრდების იდეოლოგიურად დამუხტვა და ტვინების გამორეცხვა რას ემსახურება ? 

-მართმადიდებელთა შორის დასუსტებას. კუბოს დაწვა არც ერთ ქართულ მითოლოგიაში არ არის, არც ჯდება. ეს არის შერჩენილი სკანდინავიურ მითოლოგიაში. ეს ჰოლივუდის ფილმებში გვინახავს. ეს მართმადიდებლობისთვის ყველანაირად მიუღებელია. აი, აქ გამოიჭირეს უღმერთოდ აღზრდილი ახალგაზრდობა, მათ ჩაუნერგეს სიძულვილი, რომ რუსი ცუდია, რომ რუსობა ცუდია, ამერიკელობა თუ არ გინდა, რუსობა გინდა ? არ მინდა ბატონო ამერიკელობა, საერთოდ არ მინდა, არც რუსობა მინდა. დამიბრუნეთ პასპორტში მითითებული ეროვნება.

შეხედეთ რა გააკეთეს, არავინ დააკვირდა კუბოზე რა სიმბოლიკები იყო გამოსახული, იმდენად სიძულვილი იყო გამოხატული ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი. როგორ შეიძლება ამის გაკეთება, არანაირ მართმადიდებლურ, ქრისტიანულ, თუნდაც ძველ წარმართულ ქართულ მითოლოგიაში – მზე, მთვარე და ხუთი ვარსკვლავი, რომ ჰქონდათ სალოცავად არ ჯდება. ამასობაში, ყველას დაავიწყდა ყურადღება იმაზე მიეპყრო, რომ კუბოზე ღვთისმშობლის ხატი იყო გამოსახული, გარედან ქრისტიანული სიმბოლოები იყო ამოტვიფრული, ხოლო ვინც ეს მოიფიქრა, იდეის ავტორი, ვინც იყო ( ერთი ადამიანი თუ ორი ) და საიდან მოვიდა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ვისაც ეჭირა ხელში კუბო ხომ ხედავდა ხილულად, რომ იქ იესო ქრისტე და ღვთისმშობელი იყო გამოსახული ?! რა ნამუსით წაუკიდა კუბოს ცეცხლი თინათინ ქადაგიშვილმა, მსგავს საქციელს ვგმობ.

ამ ქმედებით რა ნიშანი მოგვცეს ?

-მართმადიდებლობის გაპარტახებისთვის მზადება, ეს ნიშანი მოგვცეს. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს იყო შეკვეთა. გადავიწერ პირჯვარს, რომ ეს არც ერთი ქართველის გონებაში არ ამოტივტივდებოდა – მათ ზედმიწევნით კარგად შეასრულეს პატრონების დავალება. პირველი : ჩვენი დაცინვა უნდოდათ, მეორე – გაპარტახება. ძალიან უნდათ, რომ როგორმე ქართველი ხალხი გამოიწვიონ და მოხდეს სისხლისღვრა, ამიტომ ეხებიან ჩვენს სიწმინდეებს. მაგრამ მე მინდა ერთი რამ გითხრათ : როცა მე პირველად ეს დავინახე, მაშინვე ვთქვი, ღმერთო როგორ მეცოდებიან-მეთქი და როგორც ბიბლიაში წერია – შეუნდე, უფალო, რამეთუ არ იციან რას იქმან. მათ მართლაც არ იციან რას სჩადიან, ნახევარზე მეტს სულ არ შეუმჩნევია კუბოზე რა იყო გამოსახული, მხოლოდ იმას აქცევდნენ ყურადღებას რაც იყო შიგნით. თუმცა, ეგეც დიდ სატანურ რიტუალთან შეხებაა და ამის გაკეთება არაფრით შეიძლებოდა. ბიძინას ტიკინას ჩადებს, ჩემსას თუ სხვისას, არ აქვს მნიშვნელობა, არ უნდა დაიწვას, არ შეიძლება. ეს სატანურია იმ ფონზე, როცა ნათქვამია – მიწა ხარ და მიწად იქეც. ვიმეორებ, ეს სატანური რიტუალია, რაც დაუშვებელია. სპეციალურად იყო გაკეთებული.

გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაო მრევლს ეკლესიიდან აგდებდა, პეტრე კოლხი აქციებზე დგას, როგორ მიიჩნევთ, ეკლესიაში აზრი ორადაა გაყოფილი ? 

-პეტრე კოლხი ეკლესიიდან გაუშვეს. მე ჩემი ნებით წამოვედი. ის მამაო ტაძარში ლოცულობდა, როდესაც ერთი ქალბატონი ეკლესიაში შევიდა და კადრები გადაიღო. მასალა დამონტაჟებული და არასრულია. ამ მამაომ რამდენიმეჯერ მიუთითა სიწყნარე დაიცავითო, არ მოუსმინეს, შემდეგ კი თქვა, სახლში როგორც გინდათ, ისე მოიქეცით, მაგრამ აქ არ არის თქვენი სახლიო. მათ მამაო გამოიწვიეს. მას მიუღებელი არაფერი უთქვამს. იმეორებდა, გაჩუმდით, წესრიგი დაიცავით, უზრდელები ხართო, მამა ლუკაზეა საუბარი. ეს ხალხი ყველაფერზე მიდის.

-ანუ მამაო გამოიწვიეს ? 

-პროვოკაცია მოუწყვეს. ერთხელ მიგითითა, ორჯერ მიგითითა, მაგრამ არ ჩერდები. ე.ი. ჩვენში კულტურა ისე დაკნინდა, რომ ადამიანი, როგორც წევს ლოგინში, ისე დადის გარეთ პურის საყიდლად ? ტანზე რაც გინდა ის გეცვას ბატონო, ამით სულიერი სიშიშვლე  ჩანს, მაგრამ ეს სხვას ხომ არ უნდა მოახვიო თავს ? ერთი სიტყვით, მართმადიდებლობის წინააღმდეგ საშინელი და ხელჩართული ომი მიმდინარეობს – ყველა მეთოდით. გავიხსენოთ სააკაშვილის პერიოდში ნაკლები შეურაცხყოფა მიადგა მართმადიდებლურ ეკლესიას ? ესენი იმათი შთამომავლები არიან, გაცხოველებულები, აღზრდილ-გაწვრთნილი ადამიანები. მეც მიწერენ კომენტარებში, შენც ისეთი ხარ, ბეწვიანი ხარ. ბეწვიანი შუბაა, ქალბატონო, ვეუბნები. მე წვერიანი ვარ.

-ანუ ის მამაო სულ სხვა ჭრილში დაგვანახეს, რეალობის შეცვლა მოახდინეს ?

-დიახ, თუმცა გონიერი ადამიანი ზუსტად იმას დაინახავდა, რაც მე დავინახე. იქამდე მივიდნენ, რომ ღვთის სახლს შეურაცხყოფას აყენებენ. რა მოხდა, ეჩხუბა, შეაგინა, ხელი მოკიდა და გააგდო თუ რა ქნა ? არ არიან ახლა ესენი უზრდელები ? მათ აღზრდა არ აქვთ.

მეუფეო, ,,სუს”-ის განცხადებაც მოსმენილი გექნებათ, რომ ,,საკრალური მსხვერპლის” მოლოდინი არის გაჩენილი. დასასრულ, ესეც შეგვიფასეთ….

-დიახ, ,,საკრალური მსხვერპლი” სჭირდებათ. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს. ისინი ამის გაკეთებას აპირებენ. ერთ უბედურებას უკვე ავცდით, სხვა კონფესიების წარმომადგენლების დახოცვას ვგულისხმობ, რაც თქვენმა გამოცემამ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა. ახლა ესენი მეთოდებს ხვეწენ, კიდევ რაღაცას მიაწვდიან დასავლეთიდან. ასე რომ, არაფრით არ შეიძლება, რომ ,,სუს”-მა ყურადღება მოადუნოს. უფრო მარჯვედ და ფხიზლად უნდა იყოს. ამ პროფილაქტიკის ფონზე, მძღოლმა უნდა იცოდეს, რომ ეს ფუჭებადია და  ყურადღების მიქცევა საჭიროა. ღმერთო, შემიწყალე მე, სასულიერო პირი ამას, რომ ვამბობ, მაგრამ რვა ადამიანი სამი ამრევიდან გასანეიტრალებელია. ისინი მუდმივად ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დაბრძანდებიან.

ვის მოიაზრებთ, მეუფეო, ამათში ?

-გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია. საშინელება ხდება. ამ რვა ადამიანის განეიტრალება სიგნალი იქნება ყველასთვის. ჩვენ სიგნალი უფალსაც უნდა მივაწოდოთ. თქვენ არ იფიქროთ, რომ სიგნალი უფალს არ სჭირდება. რა არის ჩვენი სიგნალი ? ჩვენ უფალი გვეუბნება: გიყვარდეს მტერი შენი, მაგრამ უფალს, რომ მტერი ჰყავს – სატანა, გიყვარდესო, ეს არსად წერია.

( გაგრძელება იქნება ) 

ირაკლი გიორგაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor