
მეუფე მელქისედეკი ტრამპისგან გადაჭარბებული მოლოდინების საფრთხეზე გვაფრთხილებს !
,,შეხედავ იფიქრებ ჭკვიანიაო, შემოუვლი, ჭკვიანია, ზემოდან, ქვემოდან შეხედავ ჭკვიანია, პირს დააღებს და ჩემთვის საოცარი ბრიყვია და ამ დროს ექსპერტია.
რომ მივშტერებივართ ამ ტრამპს, ის კაცი ამბობს -ამერიკა უპირველეს ყოვლისაო და არა საქართველო უპირველეს ყოვლისაო. ამას იმიტომ ამბობდა, რომ ვეღარ გაწვდა ამერიკა თავისივე მადას გაეკონტროლებინა მსოფლიო. გათვალეს, გამოთვალეს და ტრამპის ადმინისტრაციამ მხოლოდ ტაქტიკა შეიცვალა სულ რამდენიმე თვით, ტრამპის არჩევიდან იქამდე, სანამ მას ელანდებოდა, რომ რუსებთან ომს დაასრულებდა, მაგრამ ახლა უკვე, როცა ტრამპს აღარ გააჩნია იმის რესურსი, რომ საერთაშორისო სტრატეგიული გეგმა რადიკალურად შეცვალოს და ის სტრატეგია, რაც საბჭოეთის მორღვევის დღიდან ეჩვენებოდა ამერიკის მმართველ ელიტას, რომ ფინალს უახლოვდებოდა, მათთვის გაუგებრად უკუღმა შეტრიალდა, მაგრამ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ უკვე დიპლომატიურმა სვლებმა თავი ამოწურა და პირდაპირი ზეწოლის გზას დაადგნენ.
ჰოდა, რა ესაქართველოება ახლა ტრამპს მითხარით ერთი !
მისი ადმინისტრაციისთვისაც ისეთივე ინსტრუმენტია საქართველო, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციისთვის იყო და საერთოდ, ამერიკის ყველა ადმინისტრაციისთვის ჰქონდა ერთი და იგივე მნიშვნელობა. ჩვენი ქვეყანა და საერთოდ კავკასია, რომ გამოყენებულიყო რუსეთ- ჩინეთის ერთდროულად გაკონტროლების გეოპოლიტიკურ არეალად. ჰოდა, რა გეტრამპებათ არ ვიცი, რომ გააატრამპეთ საქმე” – ამის შესახებ მეუფე მელქისედეკ ( დიაკონიძემ ) ,,GEO NEWS”-თან განაცხადა.
მოამზადა თამთა მაისურაძემ






1 COMMENT
gora shethe
July 29, 2025, 7:18 am REPLYსრულიად ვეთანხმები მეუფე მელქისედეკს