• November

    29

    2024
  • 95
  • 0
მეუფე საბა – მე, როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს

მეუფე საბა – მე, როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს

ჩვენ სამშობლოს სხვა გზა არ ქონია, არ აქვს და არ ექნება, ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს – მე როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, სასულიერო პირის თქმით, ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.

„ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს სიტყვები კი, იმ უწმინდეს ანდერძს წარმოადგენს რომლის დაცვასაც თაობები შეეწირა!

ჩვენ სამშობლოს სხვა გზა არ ქონია, არ აქვს და არ ექნება, ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს. ჩვენ ვართ ნაწილი ამ უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის, ჩვენ ვართ აღმოსავლეთში ევროპის ნამდვილი კარიბჭე და ჩვენ, არათუ მის გარეთ დგომა, არამედ მასში ყოფნა და მის სრულფასოვან წევრად მყოფობა გვევალება, მითუმეტეს რომ ამას ამყარებს ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუცია და მისი წყარო ქართველი ხალხი!

ჩემის მხრივ ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას ყველა მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის იგი, ძალადობა იმსახურებს დაგმობას!

მე, როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს, რომელიც უპირველესად გადის კონსტიტუციის დაცვაზე და რომლის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია!“ – წერს მეუფე საბა „ფეისბუქზე“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor