
მზადება პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციისთვის
29 დეკემბერი, საქართველოს პარლამენტი, 11:00 საათი მიხეილ ყაველაშვილი ინაუგურაციისთვის ემზადება. სხვა საპარლამენტო რესპუბლიკების მსგავსად საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ფიცს საკანონდებლო ორგანოში დადებს. ყაველაშვილს ფიცის დადება სპეციალურად გამოცემულ საქართველოს კონსტიტუციის ეგზემპლარზე მოუწევს, რომელიც ტრადიციის სახით იქნება, ეგზემპლარი პარლამენტის ბიბლიოთეკაში შეინახება და მას ყოველი მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოიყენებენ.
არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება სალომე ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიცია და არც დიპლომატიური კორპუსი. ინაუგურაციას მხოლოდ ,,ქართული ოცნება” აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრებიან. სიახლეა ისიც რომ პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტი არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა, 300 წევრისგან შემდგარმა კოლეგიამ აირჩია ეროვნული ინტერესი და პატრიოტიზმი. ამ კრიტერიუმებით შეარჩია საპრეზიდენტო კანდიდატად მმართველმა გუნდმა მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალი 5 წლის განმავლობაში იქნება.
ირაკლი გუნია





