• January

    20

    2025
  • 76
  • 0
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აჭარის პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აჭარის პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს აჭარის პროკურატურასთან. ჟურნალისტები მეოთხე დღეა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე მართავენ. ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზიას“. ჟურნალისტებმა სტიკერებიც გააკრეს პროკურატირის შესასვლელთან.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, უფლებამოსილება შეუწყდეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს იქამდე, ვიდრე, მათი თქმით, არ იქნება გამოძიებული ძალადობის ის ფაქტები, რომლებსაც, ჟურნალისტების განცხადებით, ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ მის დაკავებამდე და დაკავების შემდეგ.

„მზია ამაღლობელი ციხეში უფრო საშიშია ამ რეჟიმისთვის, ვიდრე გარეთ. ვერ ვიტყვი, რომ პრაგმატული აზროვნებით ამას გაიაზრებენ, მაგრამ მგონია, მიხვდებიან, რომ მათთვის ასე აჯობებს და მაქვს მოლოდინი, რომ გაათავისუფლებენ“, – აცხადებს ჟურნალისტი ირმა ზოიძე.

ამ დრომდე უცნობია, ცნობს თუ არა დასაშვებად სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელის ადვოკატების სარჩელს და შეცვლის თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor