• January

    4

    2026
  • 107
  • 0
მთავარი გმირი : პატარა ლუსი – „GEO NEWS“-მა მიუსაფარ ბინადრებს სადღესასწაულო გარემო შეუქმნა !

მთავარი გმირი : პატარა ლუსი – „GEO NEWS“-მა მიუსაფარ ბინადრებს სადღესასწაულო გარემო შეუქმნა !

ახალი წლის პირველი ღამის კეთილი მისია – „GEO NEWS“-მა მიუსაფარ ბინადრებს სადღესასწაულო გარემო შეუქმნა !

თბილისი, 1 იანვარი – მაშინ, როდესაც დედაქალაქის ქუჩები სადღესასწაულო ფეიერვერკებითა და ჟრიამულით აივსო, წერეთლის გამზირზე ერთი განსაკუთრებული და ამაღელვებელი ტრადიცია დაიბადა.

საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა „GEO NEWS“-ის დამფუძნებელმა, ქეთი ხომერიკმა, გუნდთან ერთად, ახალი წლის შემობრძანება მათ გაუზიარა, ვისაც ჩვენი მზრუნველობა ყველაზე მეტად სჭირდება, ქუჩაში მცხოვრებ ოთხფეხა მეგობრებს.

სიყვარული, რომელიც საკვებზე მეტია !

ღამის თბილისში, წერეთლის გამზირზე, „GEO NEWS“-ის თანამშრომლებმა ათობით მიუსაფარი ძაღლი დააპურეს. თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ საკვების გაზიარება – ეს იყო მცდელობა, რომ სადღესასწაულო ხმაურით გამოწვეული სტრესი ცხოველებისთვის სითბოთი და ყურადღებით ჩანაცვლებულიყო.

,,ახალი წელი სიყვარულისა და გაცემის დღესასწაულია. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს სიხარული მათაც ეგრძნოთ, ვინც ამ ცივ ღამეს თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი,“ – აღნიშნავენ „GEO NEWS“-ის წარმომადგენლები, და იქვე განმარტავენ, რომ აქციის ფოტო-ვიდეო ფიქსაცია არ მომხდარა, რადგან აქცენტი სრულად დაპურებაზე იყო და არა აქციის პიარზე.

აქციის მთავარი გმირი – პატარა ლუსი !

ამ საქველმოქმედო აქციის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა 3 წლის კოკერსპანიელი, სახელად ლუსი. ლუსის ისტორია საოცარი სიმბოლიზმითაა დატვირთული – ზუსტად სამი დღის წინ, ახალ წლამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ის ქეთი ხომერიკის ოჯახმა ფრესკოდან ( დაიკარგა ან გამოაგდეს ) აიყვანა და შეიფარა.

დღეს ლუსი უკვე თავად მონაწილეობდა თავისი ყოფილი „მეზობლების“ დაპურებაში. მისი ბედნიერი თვალები საუკეთესო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ გადაწყვეტილებას სიცოცხლის გადარჩენა და შეცვლა.

„GEO NEWS“-ის გუნდი და ქეთი ხომერიკი ამ კეთილი აქტით მთელ საქართველოს ულოცავენ ახალ 2026 წელს –მშვიდობა და კეთილდღეობა თითოეულ ოჯახს – მეტი ჰუმანურობა და მზრუნველობა გარშემომყოფების მიმართ – ერთობა, რომელიც გვაძლევს ძალას, ვაკეთოთ სიკეთე ყოველდღიურად.

დაე, ეს წელი ყოფილიყოს სიმბოლო ახალი შესაძლებლობების, მზრუნველობისა და იმ დიდი სიყვარულის, რომელიც ყველას გვაერთიანებს.

ფოტოკოლაჟი :

 

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor