• January

    22

    2026
  • 103
  • 0
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი – გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, 2029 წელს დაგეგმილია „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი – გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, 2029 წელს დაგეგმილია „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვნად შეიცვალა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, – ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც დეპარტამენტი განმარტავს, კრიტერიუმების გამკაცრება განაპირობა არსებულმა პრაქტიკამ, როდესაც ცალკეულ შემთხვევებში არ შესრულდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, სახელმწიფო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯა, შემსყიდველი ორგანიზაციები კი მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. შესაბამისად, გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები როგორც შესრულებელი პროექტების, ასევე წარმოსადგენი რეკომენდაციების მიმართულებით.

„ამასთან, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება წარმოსადგენი საბანკო გარანტიების მოცულობა, ხოლო 2029 წელს დაგეგმილია „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახსრების მიზნობრივად განკარგვას, ასევე აამაღლებს მიმწოდებელთა მზაობას, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, რათა უწყვეტად ისარგებლონ „თეთრი სიით“ მინიჭებული შეღავათებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor