• December

    11

    2024
  • 104
  • 0
მთაწმინდის რაიონში ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის რაიონში ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ლეონიძის ქ. N11ა-ში არსებული სკვერის, ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნის, მიღწეული შეთანხმების შედეგად კი იგი მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

„წლების განმავლობაში, ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის მიუხედავად, სკვერი სავალალო მდგომარეობაში რჩებოდა. მივაღწიეთ შეთანხმებას და აღნიშნული ტერიტორია გადმოეცემა მუნიციპალიტეტს, სკვერს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ ტერიტორიის დაბრუნება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, როგორც გითხარით, პროცესი უკვე დაწყებულია“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სკვერი სრულად განახლდება და მოწესრიგდება, მომავალ წელს დასრულდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor