• November

    19

    2025
  • 52
  • 0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის მიერ ძებნილი პირი დააკავეს და საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის მიერ ძებნილი პირი დააკავეს და საქართველოდან გააძევეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ბ.გ. დააკავეს, რომელიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების მჭიდრო კოორდინაციის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის ეროვნულ დონეზე იძებნებოდა, კერძოდ: ქურდობის, სხეულის დაზიანების, თაღლითობისა და ციხიდან გაქცევისათვის.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა თურქეთის მოქალაქის გაძევების ღონისძიება „ვალეს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან, სადაც დაკავებული გადაეცა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მის მიმართ შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor