• February

    17

    2026
  • 68
  • 0
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევა

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, ნიგერიის, კუბის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, მოლდოვის, სუდანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის, ჯამში, 57 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor