• January

    28

    2025
  • 76
  • 0
მილოშ ვუჩევიჩი სერბეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

მილოშ ვუჩევიჩი სერბეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. საპროტესტო აქციების საკითხის კომენტირებისას ვუჩევიჩმა ყველა მხარეს დაშოშმინებისა და დიალოგისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, ვუჩევიჩის თქმით, თანამდებობას ტოვებს ნოვი სადის მერი მილან ჯურიჩიც.

მილოშ ვუჩევიჩის თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და აჩვენონ, რომ მზად არიან, დაეხმარონ საზოგადოებაში დაძაბულობის შემცირებას. ამავდროულად, ვუჩევიჩმა აღნიშნა, რომ „საზოგადოების სერიოზული დაყოფა უცხოეთიდან არის დაგეგმილი“.

„ერთმანეთის ვერგაგება, დაუსრულებელი დავა და კონფლიქტი მთელ სერბეთში. რაც არ უნდა მოწოდებები ვაკეთოთ ვნებების დაშოშმინებისკენ, რაღაც ბოროტება ყოველთვის მოდის. რაღაც მოხდა სცენარში, თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა შექმნა ახალი ინციდენტი და შექმნა დაძაბულობა საზოგადოებაში“, – განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა.

სერბეთში, უკვე ორი თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციები დაიწყო ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor