
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
მიხეილ დაუშვილი :„ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში
„ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, „ნაცები“ და „ქოცები“ ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, იმისთვის, რომ შეიქმნან შესაძლებლობა პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ არ აპირებს მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
„ჩვენ გვინდა, ვუთხრათ მათ ორივეს, გასაგებია, გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს. ცდილობენ, ისე დაგვანახონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერ შუაში არ არის ამ საკითხში, არ შედიან სხდომაზე და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ აპირებენ. რეალურად, როგორც ჩანს, იქ სხვა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ფარული მოლაპარაკებები. თუკი ვინმე „ოცნების“ მხარდამჭერი შეიძლება, გახდეს ამ საქმეში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. პოლიტიკურ თაღლითობას რაც შეეხება, ისინი ცდილობენ ეს ყველაფერი ისე გააკეთონ, რომ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას. უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, თითქოს თუ ჩვენ შევალთ ან ვინმე შევა, ჩვენზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, პარტია „საქართველოზე“, თითქოს ჩვენ ვაპირებთ „ოცნებას“ დავეხმაროთ პრეზიდენტის იმპიჩმენტში. რაც აბსოლუტური ტყუილია და ასეთი შანსიც კი არ არსებობს, რომ ვინმემ ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტს ხმა მისცეს. ეს ორი ძალა დაგეგმილად ცდილობენ იმას, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოახდინონ“, – განაცხადა დაუშვილმა.




