• December

    20

    2023
  • 89
  • 0
მიხეილ დაუშვილი – რა სუპერ პაკ-ი, რა იდეების გენერატორი, ცოტა ზეციდან დაეშვან, მიწაზე ჩამოვიდნენ და რაც რეალურია, იმაზე ისაუბრონ

მიხეილ დაუშვილი – რა სუპერ პაკ-ი, რა იდეების გენერატორი, ცოტა ზეციდან დაეშვან, მიწაზე ჩამოვიდნენ და რაც რეალურია, იმაზე ისაუბრონ

რას ნიშნავს, სუპერ პაკ-ი? რამხელა ბედნიერებაა, რომ იმ 25 ადამიანში ჩვენც გაგვითვალისწინეს. არ გვინდა, არ გვაინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის თქმით, რა ხდება „ნაცმოძრაობაში“, პარტია „საქართველოსთვის“ საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „ოცნებას“ ნუ აძლიერებენ და მათი ბიზნეს პარტნიორები ნუ იქნებიან და ნუ არიან. რა სუპერ პაკ-ი, რის სუპერ პაკ-ი. ცოტა ზეციდან დაეშვან, მიწაზე ჩამოვიდნენ და რაც რეალურია, იმაზე ისაუბრონ. რა სუპერ პაკ-ი, რა იდეების გენერატორი? ჩვენი მოქალაქეებისთვის „ნაცმოძრაობა“ წარსულის პოლიტიკური ძალაა და გააცნობიერონ, ამას შეეგუონ. დაიშლებიან? უნდა დაიშალონ. არ შეიძლება, ეს ძალა ასეთი ფორმით არსებობდეს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა,  რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი.

„პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor