• October

    30

    2024
  • 73
  • 0
მიხეილ სააკაშვილი – პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა

მიხეილ სააკაშვილი – პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა

არჩევნები მოიპარეს და პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს, შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, არჩევნების მოპარვის სქემის გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში დამყარებული დიქტატურის წინააღმდეგ ვერც უცხოეთი და ვერც დაწერილი დოკუმენტები გააწყობს ვერაფერს, თუ არ იქნება მასობრივი, განგრძობითი პროტესტი.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იმედი აქვს, სწრაფად განახლდება ფართო სახალხო საპროტესტო მოძრაობა.

„მე ვსვამ კითხვას, რომელიც ალბათ ბევრს უჩნდება. რუსული კანონის მიღების შემდეგ პროტესტი შეჩერდა, ვინაიდან არჩევნებს ველოდებოდით. ახლა არჩევნები მოიპარეს და პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა.

შეხვედრები საჭიროა და არჩევნების მოპარვის სქემის გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში დამყარდა დიქტატურა და ამის წინააღმდეგ ვერც უცხოეთი გააწყობს ვერაფერს და ვერც ჩვენ მიერ დაწერილი დეტალური დოკუმენტები, თუ ყველაფერს თან არ ახლდა მასობრივი და განგრძობითი პროტესტი.

დრო იკარგება ქვეყნის შიგნით და ასევე თანდათან ჩაქრება ინტერესი ქვეყნის გარეთ. ინიციატივა გადავა რეჟიმის ხელში, თუ ჩვენ არ ავიღეთ ის ჩვენს ხელში.

აქამდე ვიძახდით, რომ ჩვენ არ ვართ ბელორუსები და ვენესუელელები და უფრო მეტად ვიაქტიურებდით. სინამდვილეში, უნდა ვაღიაროთ, რომ იმავე ბელორუსებმა დღეის მდგომარეობით ჩვენზე ბევრად აქტიურად იბრძოლეს. ვამბობ ამას შეშფოთებით და გულისტკივილით და იმედია, სწრაფად განახლდება ფართო სახალხო საპროტესტო მოძრაობა.

ჩემი მხრივ, მხოლოდ მიხარია, რომ პარტიები და სამოქალაქო მოძრაობა ერთობლივად მოქმედებენ და ყველანაირად მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა ჩემს მომხრეს, უკან მოიტოვონ ყველა ჩვენი წინასაარჩევნო განსხვავებები, ვინაიდან ახლა ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor