• October

    6

    2025
  • 38
  • 0
მიხეილ სარჯველაძემ თურქეთში, სამედიცინო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

მიხეილ სარჯველაძემ თურქეთში, სამედიცინო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. უწყების ხელმძღვანელმა, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ქემალ მიმისოღლუს მიწვევით, კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს.

კონგრესის მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაცვლა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობაა. ღონისძიება, ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სხვადასხვა სამედიცინო სისტემების ინტეგრაციის პროცესში მიღწეული შედეგების განხილვას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსთვის მსგავსი ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ქვეყნის ჩართულობას გლობალურ დისკუსიებში და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებას.

აღნიშნული კონგრესი თურქეთის რესპუბლიკის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის და ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა, მეცნიერებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor