• October

    12

    2023
  • 85
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ მიერ ახალი პლატფორმის შექმნა იმის გაგრძელებაა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა

მიხეილ სარჯველაძე – „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ მიერ ახალი პლატფორმის შექმნა იმის გაგრძელებაა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა

ცოტა ფრთხილად იყვნენ, ვიდრე შეურაცხყოფებზე და მართლაც რადიკალიზაციაზე დაიწყებენ ფიქრს. გასაგებია, რომ არეულობის შექმნის დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებთ, მაგრამ ეს ამ ადამიანებს ყველაფრის უფლებას არ აძლევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ „დროასთან“ ერთად ქმნის პლატფორმას, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“.

„ყველა ფრთხილად იყოს, ვიდრე მსგავსი ტიპის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებს გადადგამენ. ასეთი ინიციატივები, რომლებიც გვესმის ხოლმე, რაც უნდა შეფუთონ, ფაქტია, რომ იმის გაგრძელებაა, რაც თქვა ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. რეალურად, ეს არის ადამიანების გაშავების წმინდად პიარული ტაქტიკა და სტრატეგია. ეს ყველასთვის ნათელია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რადგან ამ ყველაფერს მოჰყვება მორალური პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მკითხველს შევახსენებთ, პარტიებმა, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ ერთობლივი პლატფორმის, „მონა.ჯის“ პრეზენტაცია გამართეს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, აღნიშნული პლატფორმა დანაშაულებრივი სისტემისა და რუსეთის მსახურების საჯარო მხილების მექანიზმია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor