• September

    12

    2023
  • 78
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – მხოლოდ ხელისუფლების აქტიურობა ვერ შექმნის შესაძლებლობას, რომ სრულად იყოს მიღწეული​ დეპოლარიზაცია

მიხეილ სარჯველაძე – მხოლოდ ხელისუფლების აქტიურობა ვერ შექმნის შესაძლებლობას, რომ სრულად იყოს მიღწეული​ დეპოლარიზაცია

ბატონი ბორელის განცხადება აბსოლუტურად კორექტული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ალბათ ჯობდა, თავი არ შეეკავებინა იმის თქმისგან, ვინ არის ხელისშემშლელი დეპოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეპოლარიზაცია მხოლოდ ხელისუფლების სურვილით ვერ მიიღწევა.

„ვისმენდით ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებებს ცხელი შემოდგომის ანონსებთან დაკავშირებით, სხვა პოლიტიკური პარტიებისგან სისხლიანი რევოლუციებით სცენარების განვითარების პერსპექტივებზე საუბარს და ა.შ. ეს არ დარჩება შეუმჩნეველი ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის. დღეს ხელისუფლების ინტერესშია და მართლაც ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ დეპოლარიზაცია შედგეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამას სჭირდება შემხვედრი, საპასუხო პოზიცია, განწყობა, რომ რეალურად შედეგიანი აღმოჩნდეს ხელისუფლების ეს მონდომება და დეპოლარიზაცია შედგეს ჩვენს ქვეყანაში. ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. მხოლოდ ხელისუფლების აქტიურობა ვერ შექმნის შესაძლებლობას, რომ სრულად მიღწეული იქნას ეს შედეგი, ამას კეთილგანწყობა დასჭირდება ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დღეისთვის ნულოვან ნიშნულზეა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor