• May

    28

    2025
  • 70
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციონერისა და რომელიმე მეგობარი სახელმწიფოს ელჩის რიტორიკაში სხვაობა როცა აღარ იგრძნობა, ეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის უხეში დარღვევაა

მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციონერისა და რომელიმე მეგობარი სახელმწიფოს ელჩის რიტორიკაში სხვაობა როცა აღარ იგრძნობა, ეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის უხეში დარღვევაა

ვენის კონვენციის მთელი არსია, რომ სახელმწიფოები სხვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტს პატივს სცემენ და უფრთხილდებიან. აქედან გამომდინარე, უცხო სახელმწიფოს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპი დგინდება. ამიტომ, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ელჩის საქმიანობა, ის არ არის თავისუფალი, აქტიურად მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესებში. სულერთია, რომელი მხარის სასარგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმნა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, „მართებულია პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაკეთებული შეფასება როგორც ზოგადად ამ თემასთან, ისე კონკრეტულ ელჩებთან, მათ ქმედებებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ყოველგვარ ზღვარს შლიან რიგით ქართველ ოპოზიციონერსა და რომელიმე მეგობარი სახელმწიფოს ელჩს შორის“.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მათ რიტორიკაში სხვაობა როცა აღარ იგრძნობა, ეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის უხეში დარღვევაა.

„მერწმუნეთ, ნებისმიერმა ქართველმა ელჩმა რომ გააკეთოს იგივე განცხადებები, როგორსაც ზოგიერთი ელჩები აკეთებენ, იმ ქვეყნებში, სადაც ისინი იმყოფებიან, ეს ასე მარტივად არ დამთავრდება. თუ ვინმეს აქვს შეხედულება, რომ ვენის კონვენციიდან გამომდინარე საქართველო უფრო ნაკლებად უნდა იმსახურებდეს რომელიმე პრივილეგიას და უფლებას, ეს მცდარი შეხედულებაა. ამას ვერასდროს შევეგუებით. მგონი, ნათელია, რომ უბრალოდ უსამართლო დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე. შეგვიძლია, ჩვენ ჩვენი ვარაუდები და ახსნები გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, რით არის ეს განპირობებული. ვფიქრობ, არის რაღაც, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ელჩებმა ძალიან კარგად იციან, ისინი არღვევენ კონკრეტულ ნორმებს, უღირთ ეს დარღვევა. რა შეიძლება იყოს ამის მკვებავი, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. უღირთ, ნიშნავს, რომ მათთვის პრიორიტეტია სხვა რამ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor