• March

    17

    2026
  • 47
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – პატრიარქის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე საუბარი არ არის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამჟამად უჭირავთ მედიკამენტებს

მიხეილ სარჯველაძე – პატრიარქის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე საუბარი არ არის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამჟამად უჭირავთ მედიკამენტებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ დროისთვის პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა.

სარჯველაძის თქმით, რამდენიმე საათში თბილისში იქნება კვალიფიციური, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი-რეანიმატოლოგი.

მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მისი უცხოეთში გადაყვანა არ განიხილება. ამავდროულად, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მკურნალობის მეთოდოლოგია და მკურნალობის სისტემა გამართულია.

„ამ დროისთვის, დაახლოებით 20:00 საათისთვის მდგომარეობა არის არსებითი დინამიკის გარეშე. გარკვეული ცვლილებებია ცალკეული მიმართულებით, თუმცა რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე საუბარი არ არის. ექიმები მუდმივად აკვირდებიან ყველა მონაცემს, სად შეიძლება მაგალითად, ვნახოთ შესაძლებლობა შემდგომი გაუმჯობესებისთვის. მოთმინებით უნდა დაველოდოთ ექიმების სამუშაოს, მათ დაკვირვებებს და შემდეგ შეიძლება, გავაკეთოთ დასკვნები. ეს არის ისეთი პროცესი, რომელსაც სჭირდება მუდმივად დაკვირვება, ძალიან ფრთხილად გაზომვა და დასკვნების სწორად გამოტანა. დასაწყისშივე ვთქვით, რომ ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები ამჟამად უკავია მედიკამენტებს, ყველა საათი და ყველა წუთი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. დილიდანვე, პრაქტიკულად, მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილია ბილეთებიც და სულ რამდენიმე საათში კვალიფიციური, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი-რეანიმატოლოგი იქნება თბილისში. შესაბამისად, კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება სამუშაოდ.

მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ დასკვნები პრაქტიკულად დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები, იქნებ, იყოს რაიმე უკეთესი რჩევაც. რაც შეეხება უცხოეთში გადაყვანას, ამ ეტაპზე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გვაძლევს შესაძლებლობას ფიქრისა, რომ გადავიყვანოთ. ამჟამინდელი მდგომარეობა ისეთია, არ არსებობს ობიექტური საფუძველი, რომ შეიძლება, სხვაგან მკურნალობა უკეთესი ეფექტის მომტანი იყოს. ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს, ეს დაადასტურა დღეს გამართულმა კონსილიუმმა. მეთოდოლოგია, მკურნალობის სისტემა რეალურად არის გამართული, არავითარი დამატებითი შენიშვნა ან კორექტივი ამ მეთოდოლოგიაში შეტანილი არ ყოფილა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor