• November

    10

    2025
  • 31
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა, ვაჯამებთ ინფორმაციას, რათა მომდევნო წლის დასაწყისიდან შევძლოთ რეფორმის რეალურ რეჟიმში ამუშავება

მიხეილ სარჯველაძე – პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა, ვაჯამებთ ინფორმაციას, რათა მომდევნო წლის დასაწყისიდან შევძლოთ რეფორმის რეალურ რეჟიმში ამუშავება

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა. ახლა ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, შემდეგ კი გაკეთდება დასკვნები, რომ მომდევნო წლის დასაწყისიდან შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთ რეფორმა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ ტიპის სერვისების დროული მიღება აზღვევს ადამიანს იმ დაავადებებისგან, რომელთა თავიდან არიდებაც შესაძლებელია.

„შევკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გვქონდა შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან, ძალიან საინტერესო მონაცემები მივიღეთ, რასაც ახლა ვამუშავებთ – ფაქტორები, რომლებიც, შესაძლოა, ეფექტიანობაზე ახდენდეს გავლენას, რა არის პირველადი ჯანდაცვის პოტენციალი და სხვა. ეს ყველაფერი ზედაპირზეა, შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები დავუსახოთ პირველად ჯანდაცვას. პირველადი ჯანდაცვა განსხვავდება მაღალტექნოლოგიური ჩარევებისგან, თუმცა თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება არცერთ სხვა დარგს. ეს არის უპირველესი მნიშვნელობის დარგი, რომელმაც ყველაზე პირველადი, ყველაზე მთავარი, სწორად დაგეგმვის შესაძლებლობა უნდა მისცეს მოქალაქეს – როგორ უნდა გაიუმჯობესოს საკუთარი ჯანმრთელობა, როგორ აირიდოს თავიდან გარკვეული დაავადებები, ამის პირველი მრჩეველი არის პირველადი ჯანდაცვა. ეს არის სისტემა, რომელიც, ერთი მხრივ, დააზღვევს ადამიანს თავიდან არიდებადი დაავადებებისგან, მეორე მხრივ კი, იქ სადაც საჭიროება წარმოიშობა, სწორი რჩევით ზედმეტი სამედიცინო სერვისების მოხმარებისაგან დაიცავს მოქალაქეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor