• November

    6

    2023
  • 105
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – პოლიტიკოსების უმრავლესობა, ვინც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, პოლიტიკურად დისკრედიტებული ფიგურები არიან და შეეცდებიან, ეს ხალხი ჩრდილში გადაანაცვლონ

მიხეილ სარჯველაძე – პოლიტიკოსების უმრავლესობა, ვინც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, პოლიტიკურად დისკრედიტებული ფიგურები არიან და შეეცდებიან, ეს ხალხი ჩრდილში გადაანაცვლონ

პოლიტიკოსების უმრავლესობა, ვინც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, საზოგადოების თვალში პოლიტიკურად უკიდურესად დისკრედიტებული ფიგურები არიან, შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები იძულებით ნაკარნახევია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩევნო სიის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა: „მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი პარტიული სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები“.

სარჯველაძის თქმით, ეს არის ფანდი საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლად.

„არ მგონია, რომ ეს ვენდეტაა. ეს საკმაოდ კარგად გათვლილი ჩანაფიქრია. სინამდვილეში, ფანდია საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლადაც, რადგან პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა, თუ არა უკლებლივ ყველა, ვინც წარმოადგენს დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, საზოგადოების თვალში პოლიტიკურად უკიდურესად დისკრედიტებული ფიგურები არიან. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ცვლილებები, უბრალოდ, იძულებით ნაკარნახევია. ისინი, რასაკვირველია, შეეცდებიან, რომ გადაანაცვლონ ეს ხალხი ჩრდილში, როგორც აკეთებდნენ, მაგალითად, მერაბიშვილთან მიმართებაში და ა.შ. და წინა სცენაზე გამოიყვანონ ადამიანები, რომლებითაც შენიღბავენ საკუთარ ძალიან მანკიერ და ტოქსიკურ რეპუტაციას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor