• November

    9

    2024
  • 49
  • 0
მიხეილ სარჯველაძე სერბეთის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მინისტრს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე სერბეთის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მინისტრს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო სამიტის ფარგლებში სერბეთის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მინისტრს, ტატიანა მაკურას შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები განიხილეს. მინისტრებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს. იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომლებიც საქართველოსა და სერბეთში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. მინისტრთან ერთად ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ქალთა და სამართლიანობის მეექვსე საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. ღონისძიების თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ქალთა გამოწვევები და შესაძლებლობებია.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor