• January

    22

    2024
  • 106
  • 0
მიხეილ სარჯველაძე – „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, არჩევნებში წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს

მიხეილ სარჯველაძე – „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, არჩევნებში წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს

„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა, ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მკაფიოდ აიხსნა ყველა ფაქტორი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.

„ოპონენტებს, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისეთი მიზეზი უნდა მონახოს, რაც ივანიშვილისთვის ან ხელისუფლებისთვის რაღაც ფორმით დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, ამ თვალსაზრისით ირაკლი კობახიძის რემარკა მართებულია. უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, როგორც მან ახსნა, ოპოზიციასთან მეტი წარმატების მიღწევის სურვილი არ განაპირობებს. მკაფიოდ აიხსნა ყველა ის ფაქტორი, რის გამოც პოლიტიკაში დაბრუნდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor