• September

    28

    2024
  • 52
  • 0
მიხეილ სარჯველაძე ქუთაისში დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის თანამშრომლებსა და დევნილებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ქუთაისში დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის თანამშრომლებსა და დევნილებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ქუთაისში, დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის თანამშრომლებსა და დევნილებს შეხვდა. სარჯველაძე დევნილთა განსახლების მიზნით, მიმდინარე მონიტორინგის პროცესს გაეცნო, რომელიც აქტიურად ხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქუთაისში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

„დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დაწყებულია მუშაობა იმ დევნილი ოჯახების შესარჩევად, რომლებსაც მათი სოციალური საჭიროებების შესაბამისად ბინები გადაეცემათ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, 720 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების გარემონტებულ ახალ ბინებს მიიღებს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზეც. ჯამში რამდენიმე თვეში ქუთაისში სრულად გარემონტებული ბინა 1040 ოჯახს გადაეცემა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა 2023 წელს დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში ერთდროულად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor