
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე – ძალადობა მიუღებელია, რა მოხდა, ვინ რა დააშავა, დაინტერესდებიან და გაარკვევენ საგამოძიებო ორგანოები
ძალადობა მიუღებელია და ეს ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების მიღმა გასათვალისწინებელი ფაქტორია ყველასთვის – ოპონენტების მხრიდან ხმამაღალი შეფასებები და წინასწარ განაჩენების დაყენებაც არასწორია , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძე თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
“ზოგადად ეს ის მომენტებია, როცა აუცილებელია პირველ რიგში გვახსოვდეს, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. მინდა ვთქვა ხელისუფლების სახელით, რომ ეს არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება დღეს საზოგადოებას აგრესია და ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც როგორც ჩანს, ცალკეულმა პირებმა აირჩიეს. მინდა გავემიჯნო პირდაპირ ძალადობას და რა მოხდა და ვინ რა დააშავა, ამით დაინტერესდებიან და გაარკვევენ საგამოძიებო ორგანოები. შემდეგ გვექნება დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა. ის, რაც დასაწყისში ვთქვი (ძალადობის მიუღებლობაზე) ეს ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების მიღმა გასათვალისწინებელი ფაქტორია უკლებლივ ყველასთვის.
გამოძიება გაარკვევს, რასთან გვაქვს საქმე, შემდეგ შეგვეძლება შეფასებების გაკეთება. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, ასეთი ფორმის ამგრიშსწორება იქნება თუ ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი არის მიუღებელი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ჩემიანია თუ სხვისიანი, მაგრამ წინასწარ დამნაშავედ, მხოლოდ იმის გამო, რომ ხაბეიშვილი ასე ამბობს, არ გაქვთ უფლება ვინმე დამნაშავედ გამოაცხადოთ, გინდათ დაზარალებული ამბობდეს, ამას სჭირდება გამოძიება”, – განაცხადა სარჯველაძემ.





