• January

    22

    2026
  • 88
  • 0
,,მიხეილ ყაველაშვილის მიერ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებულის შეწყალება არის ჰუმანურობისა და სახელმწიფოებრივი სიმწიფის მკაფიო გამოხატულება” – ცნობილი ადვოკატი შეწყალების აქტზე

,,მიხეილ ყაველაშვილის მიერ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებულის შეწყალება არის ჰუმანურობისა და სახელმწიფოებრივი სიმწიფის მკაფიო გამოხატულება” – ცნობილი ადვოკატი შეწყალების აქტზე

,,მიხეილ ყაველაშვილის მიერ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებულის შეწყალება არის ჰუმანურობის, პასუხისმგებლობის და სახელმწიფოებრივი სიმწიფის მკაფიო გამოხატულება”,-ასე აფასებს ,,GEO NEWS”-თან ცნობილი ადვოკატი პაატა შავაძე პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს.

როგორც შავაძე ამბობს, ,,159 ადამიანის შეწყალება ნიშნავს შანსს რეაბილიტაციისთვის, ოჯახებთან დაბრუნებისთვის და საზოგადოებაში ხელახლა ინტეგრაციისთვის”.

მისივე შეფასებით, ,,შეწყალება არ არის შოუ, არც სპექტაკლი და არც ქუჩის ზეწოლის ინსტრუმენტი, ეს არის კონსტიტუციური პროცესი, რომელიც ხორციელდება სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში და არა ფეისბუქ-აქტივისტების მოთხოვნით”.

,,ნათლისღება ქრისტიანული სამყაროსთვის განახლების, შენდობისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოა. სწორედ ამ ღირებულებას დაეყრდნო პრეზიდენტის გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება, რომელიც არ ემყარება პოპულიზმს, ზეწოლას ან ქუჩის მოთხოვნებს, არამედ კანონს, კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და ინდივიდუალურ შეფასებას.

მნიშვნელოვანია ხაზგასმა :

შეწყალება არ არის ქაოტური ნაბიჯი და არ ნიშნავს სამართლის უარყოფას. ეს არის გამონაკლისი ჰუმანური მექანიზმი, რომელიც არსებობს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და გამოიყენება მკაცრი პროცედურების, დასკვნებისა და პასუხისმგებლობის საფუძველზე. დიახ, 159 ადამიანის შეწყალება ნიშნავს შანსს რეაბილიტაციისთვის, ოჯახებთან დაბრუნებისთვის და საზოგადოებაში ხელახლა ინტეგრაციისთვის.

მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო შეიძლება იყოს ერთდროულად ძლიერი და ადამიანური – დაიცვას კანონი, მაგრამ არ დაკარგოს თანაგრძნობა, იყოს პრინციპული, მაგრამ არა ულმობელი.

იმ დროს, როდესაც აკაცუკები ცდილობენ ყველაფრის პოლიტიზებას, ეს ნაბიჯი გვახსენებს მთავარს : ხელისუფლების ძალა არ იზომება სიმკაცრით, არამედ გონივრული სამართლიანობით.

ნათლისღების დღეს მიღებული ეს გადაწყვეტილება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქრისტიანული ღირებულებები და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინააღმდეგ კი არა, ერთმანეთის მხარდამჭერად მოქმედებდეს.

,,საზოგადოებასთან თამაშზე“ ლაპარაკი იმ ადამიანებისგან, რომლებიც წლებია ტრაგედიებით, ემოციებითა და ადამიანური ტკივილით პოლიტიკურ ქულებს იწერენ, ყველაზე დიდი ცინიზმია. ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის ქუჩის ემოციებით მართვა და არც ტელეეთერიდან წამოსული ულტიმატუმების შესრულება.

შეწყალება არ არის შოუ, არც სპექტაკლი და არც ქუჩის ზეწოლის ინსტრუმენტი. ეს არის კონსტიტუციური პროცესი, რომელიც ხორციელდება სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში და არა ფეისბუქ-აქტივისტების მოთხოვნით. ვისაც სურს, რომ პრეზიდენტი ან ხელისუფლების სხვა რომელიმე წარმომადგენელი „დილით გამოვიდეს და თქვას ვინ რას ელოდოს“, ან არ იცის რას ნიშნავს სახელმწიფო, ან შეგნებულად ცდილობს ინსტიტუტების დისკრედიტაციას.

ემოციებით მანიპულირება – დედების, ოჯახების, ადამიანური ტკივილის გამოყენება პოლიტიკური შეტევის იარაღად – არის ზუსტად ის, რაც წარსულში გვინახავს და რის გამოც ეს ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანეს. დღეს კი სწორედ ეს ხელისუფლება ამბობს : კანონი არ იმართება ცრემლებით და გადაწყვეტილებები არ მიიღება მიკროფონებთან.

როცა მექვაბიშვილი „ბანდაზე“ ლაპარაკობს, სჯობს საკუთარ გარემოცვას შეხედოს – იმ ჯგუფებს, რომლებიც წლებია სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივ რევოლუციურ სცენარებს წერენ და მერე უკვირთ, რატომ არ იღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მათი სურვილის მიხედვით.

ეს ხელისუფლება არ ეთამაშება საზოგადოებას – ის იცავს სახელმწიფოს. ხოლო ვისაც სახელმწიფო არ სჭირდება და მხოლოდ ქაოსი აწყობს, მათთვის ნებისმიერი კანონი „სასტიკია“, ნებისმიერი დუმილი – „ცინიზმი“ და ნებისმიერი პასუხისმგებლობა – „ბოროტება“.

სწორედ ამიტომ არის განსხვავება ხელისუფლებასა და აქტივისტურ ჯგუფებს შორის : ერთი მართავს ქვეყანას, მეორე კი ცდილობს ემოციებით მის დაშლას”…,-აცხადებს ,,GEO NEWS”-თან მიცემულ ინტერვიუში პაატა შავაძე.

ირაკლი მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor