• February

    1

    2025
  • 111
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება და სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის !

მიხეილ ყაველაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება და სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის !

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე.

ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის პატიმრების წამებას, ბიზნესზე ზეწოლას და მედიის თავისუფლების შეზღუდვას.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხების გამოძიება და სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2025 წლის 10 იანვარს, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაა.

ეს განსაკუთრებული მისიის მქონე კომისია 6 თვიანი ვადით იმუშავებს და მისი დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ამ საკითხს, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულები.

დესტრუქციული ოპოზიცია ამ ნაბიჯს არასერიოზულად აფასებს და კითხულობს, რატომ დადგა წინა ხელისუფლების ქმედებების გამოძიების საკითხი დღის წესრიგში „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-13 წელს.

ამით ოპოზიციური ,,ნაცხროვა” ფაქტობრივად საკუთარ ბრალეულობას ირიბად ადასტურებს, როდესაც აქცენტს ხანდაზმულობაზე აკეთებენ და არა ბრალდებების შინაარსზე.

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ,,ნაციონალური მოძრაობის” უამრავი დანაშაულებები, რომლებიც მათი მართველობის დროს იქნა ჩადენილი :

2013 წელს შსს-ში აღმოჩენილი იქნა უკანონო ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული 20,000-ზე მეტი ჩანაწერი, რომელთა შორის იყო ვიდეომასალაც, სადაც ასახული იყო სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების უწყებების თანამშრომლების მიერ პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ამ ჩანაწერების არსებობა მიუთითებს სისტემურ ძალადობაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

2014 წლის 19 მარტს, YouTube-ზე „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ნაჩვენები იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ იუსუპოვი გარდაცვალების შემდეგ. ეს ფაქტი მიუთითებს ფარული ჩანაწერების არსებობასა და მათ უკანონო გავრცელებაზე.

დიახ, ,,ნაცმოძრაობის” დანაშაულებების სია ვრცელია, რა ჩამოთვლის…

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადგილი ჰქონდა ბიზნესზე ზეწოლას და კორუფციულ საქმიანობას. მათ შორის აღინიშნება ბიზნესმენების იძულება, გადაეცათ საკუთარი აქტივები ან გაეკეთებინათ „ნებაყოფლობითი“ შემოწირულობები ხელისუფლებისთვის სასურველი პირებისთვის.

,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაფიქსირდა მედიის მფლობელებისგან მისაკუთრებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები.

ტელეკომპანია „იმედის“ იძულებითი გადაცემა ხელისუფლებისთვის სასურველი პირებისთვის, რაც მიუთითებს მედიის დამოუკიდებლობის ხელყოფაზე აღნიშნულის ნათელი მაგალითია.

ვიმეორებთ, უამრავი ფაქტები ასახავს იმ სერიოზულ დანაშაულებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მოხდა და რომლებიც დღესაც განხილვისა და გამოძიების საგანია. ,,

ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი იყო ძალადობრივი, უკანონო და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი რეჟიმის ნათელი მაგალითი.

ნაციონალური ხელისუფლება ხალხს ძალადობით მართავდა, პატიმრებს აწამებდა, ბიზნესმენებს აშინებდა და მედიის დამოუკიდებლობას თრგუნავდა.

ფარული ჩანაწერებით შანტაჟი, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მათი სტანდარტული პრაქტიკა იყო.

დღესაც ცდილობენ პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, როგორ რეჟიმს ებრძოდა 2012 წელს. მათგან სინანული კი არა, კვლავ ძალაუფლებისკენ ლტოლვა ჩანს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა დაკავშირებულია ძალადობრივ მმართველობასთან, ადამიანის უფლებების დარღვევებთან და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან.

საპარლამენტო კომისიის მიერ ამ პერიოდის გამოძიება და სამართლებრივი შეფასება არსებითია, რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმის გზაზე. საზოგადოების მეხსიერება და პოლიტიკური პასუხისმგებლობა განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

გიული ირემაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor