• February

    3

    2025
  • 92
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე ხვალ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე ხვალ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

ხვალ, 4 თებერვალს პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება და პრეზიდენტს მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ასეც გავხსნით ჩვენ ხვალ საგაზაფხულო სესიას. როგორც იცით, იმ დღეს, პრეზიდენტის მოხსენებასთან ერთად, სხვა საკითხები არ განიხილება. ამიტომ ხვალ გვექნება ერთადერთი საკითხი პრეზიდენტის მოხსენების სახით და შემდეგ უკვე ოთხშაბათსა და ხუთშაბათს – საკანონმდებლო პროცესი, კანონპროექტების განხილვა და სხვა საკითხები. ვნახოთ, როგორ ინტენსიურად წარიმართება ჩვენი სასესიო კვირა. ვვარაუდობ, რომ პარასკევი შეიძლება სესიისთვის არ დაგვჭირდეს, თუმცა ვნახოთ, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor