• February

    25

    2025
  • 59
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი – პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა

მიხეილ ყაველაშვილი – პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა

1921 წლის 25-მა თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში. მტრის დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლებმა მაქსიმუმი გააკეთეს საკუთარი სამშობლოს დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყაველაშვილი წერს, „სწორედ ამ ადამიანების გმირულმა თავდადებამ გადაარჩინა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეა, რომელმაც მრავალწლოვან ოკუპაციას გაუძლო და საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით გამოიხატა“.

„პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, რომელთა თავგანწირვა მართლაც ფასდაუდებელია. დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და რამხელა სიფრთხილე, პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს. დიდება და მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს!“ – წერს მიხეილ ყაველაშვილი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor