• January

    26

    2026
  • 28
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“ დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“ დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში, კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან ერთად, სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“ დაესწრო.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრის დასს უნიკალური სპექტაკლის შექმნისთვის და აღნიშნა, რომ უდიდესი ბედნიერებაა გამორჩეული და გენიალური რეჟისორის შემოქმედების ხილვა.

„უდიდესი ბედნიერებაა ჩვენი გამორჩეული და გენიალური რეჟისორის შემოქმედების ხილვა, რომელიც  ყოველ ჯერზე ახალ  ინტერპრეტაციას გვთავაზობს და   გვაიძულებს, დავფიქრდეთ როგორც კაცობრიობის, ისე ერთი ადამიანის საზრისზე, ბედზე.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ რობიკოს და რუსთაველის თეატრის დასს ამ უნიკალური სპექტაკლის შექმნისთვის“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლის „მიჯაჭვული პრომეთე“ პრემიერა 2024 წელს შედგა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor