• January

    14

    2025
  • 103
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი – სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს დროშა ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობის, სიმტკიცის უმთავრესი სიმბოლოა

მიხეილ ყაველაშვილი – სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს დროშა ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობის, სიმტკიცის უმთავრესი სიმბოლოა

ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ცნობიერების, სიამაყის, პასუხისმგებლობის და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის თვალსაჩინო განსახიერებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

„საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს!

საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სიმტკიცის უმთავრესი ეროვნული სიმბოლო.

ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ცნობიერების, სიამაყის, პასუხისმგებლობის და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის თვალსაჩინო განსახიერებაა.

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!

ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას და ეროვნულ სიმტკიცეს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი „ფეისბუქზე“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor