• February

    4

    2025
  • 77
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი – ქართველებმა ზუსტად ვიცით, რა პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა გვევალება, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთად დგას ქვეყნის სადარაჯოზე

მიხეილ ყაველაშვილი – ქართველებმა ზუსტად ვიცით, რა პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა გვევალება, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთად დგას ქვეყნის სადარაჯოზე

ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ამ რთულ პერიოდში საბედნიეროდ, ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ამ რთულ პერიოდში სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია, ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე.

„ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, მდიდარი ისტორია, კულტურა, ქართველი ერის ღირსება და მტკიცე ხასიათი ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელიც საქართველოს წინ ანთებული ლამპარივით მიუძღვის ამ რთულ და სახიფათო გზაზე. ჩვენი წინაპრების გამოცდილებამ გვასწავლა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შეუპოვრობასა და უსამართლობასთან ბრძოლას; უფლის, სამშობლოსა და საკუთარი თავის რწმენას. ჩვენი პატარა, თუმცა ამაყი ერი სწორედ ამ პრინციპების დაცვამ გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, თანაც ისე, რომ შეინარჩუნა საკუთარი ენა, დამწერლობა, კულტურა, სარწმუნოება, ადათ-წესები და იდენტობა, მაშინ როდესაც, საქართველოს დამპყრობელი არაერთი უძლიერესი ერი დაინგრა და განადგურდა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ქართველებმა, ზუსტად ვიცით, რა პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა გვევალება, რას უნდა მოვუფრთხილდეთ და საბოლოოდ როგორი საქართველო ავაშენოთ. საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე. განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთის გვერდში დგომით, მტკიცედ იცავს საკუთარ სამშობლოს, როგორც ერთიან, დიდ ოჯახს რომელსაც საქართველო ჰქვია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor