• September

    22

    2025
  • 88
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გაერო-ს შტაბ-ბინაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების საიუბილეო ღონისძიებას ესწრება

მიხეილ ყაველაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გაერო-ს შტაბ-ბინაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების საიუბილეო ღონისძიებას ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გაერო-ს შტაბ-ბინაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების საიუბილეო ღონისძიებას ესწრება.

მაღალი რანგის პლენარული შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება.

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 სექტემბერს გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor