• February

    17

    2026
  • 67
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი – ქვეყნისთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება ტერიტორიების ოკუპაცია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად ერთიანი და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ

მიხეილ ყაველაშვილი – ქვეყნისთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება ტერიტორიების ოკუპაცია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად ერთიანი და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ

ჩვენი გზავნილები მკაფიოა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ, ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი არის გზა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს საქართველოს გაერთიანებასთან.

„ჩვენი ნაბიჯები ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, არამედ რეალურად ვზრუნავთ მის უზრუნველყოფაზე, რაც შეიძლება, ნდობის აღდგენისა და ჩატეხილი ხიდების ხელახლა აგების გზაზე მნიშვნელოვან წინაპირობად გადაიქცეს.

სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი არის გზა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საბოლოო გაერთიანებასთან. ამის რწმენას კი ჩვენი საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები გვიმყარებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor