• January

    20

    2026
  • 65
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ

მიხეილ ყაველაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედისთან დაკავშირებით, როდესაც სარკინიგზო შემთხვევას ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის სამძიმრის წერილში.

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა, სულ მცირე, 170 ადამიანი. ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor