
მკვიდრდება თუ არა საქართველოში სწავლასთან ერთად მუშაობის კულტურა ?
მკვიდრდება თუ არა საქართველოში სწავლასთან ერთად მუშაობის კულტურა და რამდენად ბუნებრივად შეითვისა ის ქართულმა სტუდენტობამ ?
ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ სტუდენტებს შორის ვეძიეთ.
აშკარაა, რომ 21 საუკუნემ საქართველოში თან სწავლის და თან მუშაობის კულტურის დამკვიდრების მნიშვნელოვანი წინაპირობები შექმნა.
რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი იქამდე არ მისულა, როგორც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში, როდესაც ძალიან შეძლებული ოჯახის შვილები თითქმის უგამონაკლისოდ ე.წ. ლაიფ ექსპირიენსის ( ცხოვრებისეული გამოცდილების ) დაგროვების მიზნით, თითქმის თინეიჯერული ასაკიდან სხვადასხვა მარკეტებში, რესტორნებსა და ბენზინ-გასამართ სადგურებში ყველაზე დაბალ პოზიციაზე საქმდებიან, ჩვენთან ე.წ. მელეხის ( მდიდარი მამიკოს ) შვილები ჯერ ისევ „გელენდვაგენებით“ მოძრაობენ და ამით მოხიბლულ მავან გოგონებზე არიან გადამჯდრები, თუმცა დაბალ და შუა ფენაში ტრენდი – სწავლა მუშაობის თანხვედრისა, განსაკუთრებით კი, სტუდენტებს შორის ძალიან საგრძნობია.
სწავლა განათლების კომბინაცია შრომა და მონდომება – გზა უკეთესი მომავლისკენ. განათლება და განვითარება მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგია. მთავარი მონდომებაა – შეუძლებელი არაფერია. ოდითგანვე მოდის ის ძალისხმევა სტუდენტებისა, შრომა საკუთარი თავის უკეთ განვითარებისთვის.
მუშაობა გაძლევს გამოცდილებას და ცოდნას გიღრმავებს, გხდის დამოუკიდებელს და შენთვის დაბრკოლებას უკვე აღარაფერი წარმოადგენს, ხდები სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი.
დიახ, დროთა განმავლობაში, საქართველოში დაბალ და საშუალო ფენაში ერთგვარად დამკვიდრდა სწავლასთან ერთად მუშაობის კულტურაც, რამაც ხელი შეუწყო ფინანსურ დამოუკიდებლობას და პასუხისმგებლობის გრძნობის ზრდას სტუდენტებში. სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, სწავლა განათლებას უფრო მეტი სიახლეებით განაგრძობ ახალი, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიღებით. შრომობ, არა ფინანსების გამო, არამედ განვითარებისა და საკუთარი თავის ახალი ვერსიის უკეთ წარმოჩენისთვის.
მონდომება და მიზანდასახულობა, სტუდენტების მისწრაფება უფრო მეტისა და მეტისკენ, მუდმივი ბრძოლა, არა მარტო შენთვის, არამედ სხვებისთვის, რომ იყო საუკეთესო პროფესიონალი შენს სფეროში.
დღესდღეობით, ახალგაზრდა სტუდენტები ღამის ცვლაში მუშაობენ სუპერმარკეტებში, წიგნი და ლეპტოპი გადაშლილები აქვთ, რითაც ისინი დროს არ კარგავენ, არა – თან სწავლობენ და ვითარდებიან. მუდამ შემეცნებისკენ ისწრაფვიან, რაღაც ახლის ძიებისკენ.
ეს გვაჩვენებს, რომ არანაირი დაბრკოლება არ არის შემაკავებელი და საკუთარი მიზნისკენ ბრძოლაში არ უნდა დანებდე.
იბრძოლე ახალგაზრდა ადამიანო, ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი.
დროთა განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული სწავლასთან ერთად, მუშაობის კულტურა ადასტურებს, რომ სტუდენტები მზად არიან იბრძოლონ და ყველანაირ დაბრკოლებას გაუმკლავდნენ მიზნის მისაღწევად.
დროის ბალანსი მათ პროფესიონალიზმს ზრდის და ხელს უწყობს განვითარებაში. დანებება გამოსავალი არ არის. მთავარია ბრძოლა, ბრძოლა საკუთარი თავისთვის, მათ შორის ზოგჯერ საკუთარ თავთანაც, რაც არის ქვეყნისა და ყოველი ჩვენგანის ბედისწერა, მას კი ძალუძს სიდიადე გვაგრძნობინოს და ესაა მთავარი.
ეკა ჭელიძე, თამთა მაისურაძე
,,GEO NEWS”




