
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მომიტინგეები ვანდალიზმს მიმართავენ
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა.
მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისათვის სიმშვიდეა და რაიმე ინციდენტს ადგილი არ აქვს.
პარლამენტის წინა ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან თავისუფალია. მათ პირველი სკოლის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
გზის ერთ მხარეს მომიტინგეები, მეორე მხარეს კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები არიან.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მომიტინგეებმა ცოტა ხნის წინ ნაგვის ურნას ცეცხლი წაუკიდეს.
აქციის მონაწილეები კვლავ სკანდირებენ სხვადასხვა სიტყვებს. გაშლილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ისინი პერიოდულად უცენზურო სიტყვებით გამოირჩევიან სამართალდამცავების მიმართ.
ირაკლი გუნია




