• January

    16

    2026
  • 74
  • 0
მომსახურების სააგენტო – აპლიკაცია Service Agency-ის განახლების შემდეგ, რეგისტრირებულ პირებს უკვე შეუძლიათ ინფორმაციის მიღება მართვის უფლების სტატუსისა და მინიჭებული ქულების შესახებ

მომსახურების სააგენტო – აპლიკაცია Service Agency-ის განახლების შემდეგ, რეგისტრირებულ პირებს უკვე შეუძლიათ ინფორმაციის მიღება მართვის უფლების სტატუსისა და მინიჭებული ქულების შესახებ

მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში – Service Agency რეგისტრირებულ პირებს, აპლიკაციის განახლების შემდეგ, უკვე შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სტატუსის და მინიჭებული ქულების შესახებ, – ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა, რეგისტრირებული მომხმარებელი გადავიდეს მართვის მოწმობის ველში, სადაც მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია მართვის უფლების სტატუსი და მინიჭებული ქულა.

„ვინც აპლიკაციით არ სარგებლობს, სერვისის მისაღებად საჭიროა: ჩამოტვირთოს აპლიკაცია: APP STORE დან, GOOGLE PLAY STORE- დან. შეიყვანოს პირადი მონაცემები; აირჩიოს დოკუმენტი და გაიაროს ვიზუალური იდენტიფიკაცია; დაასრულოს რეგისტრაცია“, – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor