• September

    3

    2024
  • 81
  • 0
მონღოლეთში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო არ დააკავეს

მონღოლეთში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო არ დააკავეს

მონღოლეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ იმის გამო არ შეასრულა, რომ ქვეყანა რუსეთზეა ენერგეტიკულად დამოკიდებული. ამის შესახებ მონღოლეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

„მონღოლეთი ნავთობპროდუქტების 95%-ს და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტს ჩვენი უშუალო მეზობლებიდან შემოაქვს (მათ შორის მხოლოდ ორია: რუსეთი და ჩინეთი) ეს მარაგი გადამწყვეტია ჩვენი და ჩვენი ხალხის არსებობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ მონღოლეთის მთავრობაში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონღოლეთი „ყოველთვის იცავდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას დიპლომატიურ ურთიერთობებში, რასაც ქვეყნის მაღალჩინოსნების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია.

მედიის ცნობით, მონღოლეთის ხელისუფლებამ პუტინი დაარწმუნა, რომ მას არ დააკავებდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor