• October

    23

    2023
  • 630
  • 0
მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები ,,შსს”-ში – ვახტანგ გომელაური მიდის, შალვა ბედოიძე ჩაანაცვლებს….?!

მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები ,,შსს”-ში – ვახტანგ გომელაური მიდის, შალვა ბედოიძე ჩაანაცვლებს….?!

,, Geo News “-ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, წლის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება.

,, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე პოსტს დატოვებს. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია სად გადაჰყავთ სირაძე. შსს. ქ. თბილისის პოლიციის დეპარატამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილიც დატოვებს თანამდებობას. ის საპატრულო პოლიციის უფროსად გადაჰყავთ. სულხან თამაზაშვილის ადგილს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბესელია დაიკავებს.  თბილისის თითქმის ყველა რაიონში შეიცვლებიან სამმართველოს უფროსები”,- გვიმტკიცებს, კონფიდენციალური წყარო.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თანამდებობიდან მიდის. წყაროს მტკიცებით, პირველი პოლიციელი ერთ-ერთ ძალოვან უწყებაში საკვანძო პოსტზე გადადის.

წყაროსვე მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე დაიკავებს.

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor