- By Keti Khomeriki
- In სამართალი
მოსამართე ხუჭუას უპრეცენდენტო გადაწყვეტილება ,,ცეესკოს” მიერ სააპელაციოში გასაჩივრდა
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საბოტაჟი და მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია არჩევნების გაყალბების მთავარ არგუმენტად ასახელებს.
საუბარია, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მან ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი დააკმაყოფილა და თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქებში შემავალი 30 უბნის შედეგები გააუქმა.
თავად მოსამართლე ხუჭუა თავის გადაწყვეტილებას დაუსებუთებლად ხსნის და მიიჩნევს რომ, ბიულეტენის ელექტრონულ აპარატებში მოთავსების შემდეგ ფარულობა დაცული არ იყო.
ხუჭუას მიერ მიღებულ არასამართლიან გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სასამართლოს პირველი ინსტანციის იმ გადაწყვეტილებებზე მიუთითებს, რომლებმაც ანალოგიური სარჩელები არ დააკმაყოფილეს.
საარჩევნო ადმინისტრაცია ფარულობის დაცვის მთავარ გარანტად ჩარჩო ფორმას მიიჩნევს, რომელშიც ამომრჩეველი ბიულეტენს ათავსებდა.
სახელისუფლებო გუნდი მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.
,,ქართული ოცნების” ამგვარ პოზიციას ამყარებს ელეკო ელისაშვილის განცხადება, რომელმაც ხუჭუას გადაწყვეტილება იქამდე გამოაცხადა, სანამ ამას თავად მოსამართლე იტყოდა, ამიტომ მმართველი გუნდი ინტერესდება საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია პირველი ალეკო ელისაშვილს.
ირაკლი გუნია





